(რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ლგბტქი აქტივისტები დღეს მაინც გამართავენ აქციას. კვიციანის განცხადებით, დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ქართველების უფლებებია დასაცავი.
"შარშანაც ასე თქვეს გადავიტანთ მსვლელობასო და მაინც გამოვიდნენ, წელსაც ასე იზამენ. ეს არის ეშმაკობა, ეშმაკის მოციქულები არიან და ეშმაკურად იქცევიან. ვფიქრობ, რომ დღეს მაინც გამოვლენ და ტექნიკურად მოიქცვიან. როცა ქართველი ერი დაიშლება მერე შეეცდეებიან, რაღაც ჩაატარონ და ვიღაც მოატყუონ იქით, რომ გრანტები მიიღონ.
იყავი შენთვის და შენს საძინებელში რაც გინდა ის აკეთე, რა ჩემი საქმეა. გამოდიხარ და მსოფლიოს მასშტაბით ცდილობ, რომ ტიტველი და შიშველი უკანალები აჩვენო, ეს რა უფლებების დაცვაა. იყავი შენთვის, როგორც მე ვარ ჩემთვის. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ქართველების უფლებებია დაუცველი. ამიტომ მთელი ქართველი ერი უნდა გამოვიდეს, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული, როგორც სხვების, რა თქმა უნდა", - განაცხადა კვიციანმა "მეტრონომთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე