რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მოქალაქე -თამარ ტაბიძის პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას და შსს-ს მიმართავს :

"ასეთი სამარცხვინო შემთხვევები როდის უნდა დამთავრდეს? როდის უნდა დამთავრდეს ზოგიერთ კაფე-ბარ--კლუბ-რესტორანში ტურისტების უნამუსო გაბრიყვება- გაყვლეფა , რასაც არც ტაქსის მძღოლები აკლებენ... ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რამ და რაღაც სისტემური რეაგირებაა საჭირო..

თამარ ტაბიძე: ამბავი #2 აეროპორტის თეთრი ტაქსების მძღოლებმა ბელგიელ ტურისტს ინგოროყვამდე მიყვანაში 120 ლარი მოსთხოვეს. იქვე ვიდექი. მაქსიმი მყავდა გამოძახებული 20 ლარად. შემეცოდა ეს ქალი. გაოგნებული აქეთ-იქეთ იყურებოდა და წამოვიყვანე. მაინც ვაკისკენ მოვდიოდი. ნაძირალა მძღოლებმა კინაღამ მცემეს. მეც არ დავაკელი. მერია მოკვდა?! ხელისუფლებას სძინავს?! ამას არ უნდა მიხედონ?! "

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×