ტატა შოშიაშვილი
25.05.2019

 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ბოლო 13 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა" გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმდაც გამოკითხულთა მხოლოდ 31,7% ანდობს ვლადიმერ პუტინს სახელმწიფოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ასეთი დაბალი მაჩვენებელი პუტინს 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია.

სატელეფონო კვლევა 13-დან 19 მაისის ჩათვლით ტარდებოდა და დღეში 1600 ადამიანამდე გამოიკითხებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებლკის 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად, პუტინის ქმედებების მიმართ კეთილგანწყობა მოქალაქეების 65,8% შეუნარჩუნდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით არ შეცვლილა.

კვლევის თანახმად, პუტინის გარდა მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული რეიტინგი ქვეყნის პრემიერს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრემიერ დმიტრი მედვედევის მიმართ ნდობის ნიშნულმა სულ რაღაც 7,6% შეადგინა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოსახლეობის 14,8% ენდობა, ხოლო რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, მას და მის ქმედებებს ნდობას მხოლოდ 13% უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პრეზიდენტის საარჩევნო კამოანიის ჩატარებისას ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 57,2% იყო, 2018 წლის მაისში კლება დაიწყო და მას, როგორც პოლიტიკოსს, ქვეყნის მოსახლეობის 47,4% ენდობოდა. თუმცა ისტორიულ მინიმუმამდე პუტინის რეიტინგის ვარდნა გამოიწვია მის მიერ დამტკიცებულმა საპენსიო რეფორმამ, რომელის საპენსიო ასაკის ზრდას ითვალისწინებდა. აღნიშნულმა რეფორმამ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×