„გზის გაყვანის სამუშაოები თუ გაგრძელდა, ხიფათს ქმნის, რომ უძველესი ფრესკები და წარწერები დაზიანდეს და დაიღუპოს. რა მასშტაბით, ამას ვერავინ განსაღვრავს, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ ნაწილი მაინც დაზიანდეს“, - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აზერბაიჯანის მხრიდან ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაობის დაწყებას და მძიმე ტექნიკის მობილიზებას.
„ჯერ კიდევ როდესაც აქ პოლიგონი იყო და წვრთნები ტარდებოდა, ძეგლს ბზარები მაშინ გაუჩნდა, ისეთ ხმაური იყო. ახლა კი გზა გაჰყავთ სწორედ გამოქვაბულების წინ და ჩიჩხიტურთან ამოსვლა უნდათ.
„ეს გამოქვაბელებია მოხატული უძვლესი ფრესკებით და წარწერებით. ამიტომ, თუ ეს სამუშაოები გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ბათქაში ჩამოცვივდეს და ხიფათს ქმნის, რომ უძველესი ფრესკები და წარწერები დაზიანდეს და დაიღუპოს. რა მასშტაბით, ამას ვერავინ განსაზღვრავს, თუ სად და რამდენი ბათქაში ჩამოცვივდება და მასზე მოხატული უნიკალური ფრესკების თუ წარწერების რა მონაკვეთი დაიკარგება, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ ნაწილი მაინც დაზიანდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი ოთხმეზურმა.