მარიამ ბოლქვაძე
27.05.2019

 ირანი მზადაა, რომ სპარსეთის ყურეში შემავალ ქვეყნებთან, ურთიერთობები მოაწესრიგოს და მათ თავდაუსხმელობის შეთანხმების დადებას სთავაზობს. ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავაზ ზარიფმა ერაყელ კოლეგასთან, მუჰამედ ალი ალ-ჰაკიმთან შეხვედრის შემდეგერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამავდროულად, დიპლომატმა დაამატა, რომ ირანი, ნებისმიერი ტიპის ძალადობის წინააღმდეგია, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო შევიწროვება. 

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომერაყი მზადაა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ფონზე შუამავალის როლი იკისროს. მუჰამედ ალი ალ-ჰაკიმმა ასევე თქვა, რომ თეირანის ეკონომიკური ბლოკადა უსარგებლოა. მისი სიტყვებით, ერაყი, ვაშინგტონის რადიკალურად ნაბიჯებს ემიჯნება და „მხარში უდგას“ თავის მეზობელ ირანს.

ვითარება სპარსეთის ყურეში მაისის შუა რიცხვებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამწვავდა, როდესაც სამხედრო დრონებით განხორციელდა შეტევა ნავთობით დატვირთულ 4 ტანკერსა და საუდის არაბეთის კუთვნილი ნავთობსადენის საქაჩ სადგურებზე. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამის უკან სწორედ ირანი დგას.

ამ ყველაფრის გამო საუდის არაბეთი 18 მაისს არაბული ქვეყნების ლიდერთა საგანგებო სამიტის მოწვევის იდეით გამოვიდა, რომელიც  30 მაისს ქალაქ მექაში უნდა გაიმართოს. 

ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მოსალოდნელ გაზრდაზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა  ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-დან ახლო აღმოსავლეთში 1500 ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება. მისი თქმით, რეგიონში ეს ძალები, მომავალი კვირების განმავლობაში განლაგდებოდნენ და ამ ყველაფერს თავდაცვითი ხასიათი ექნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×