(რეზონანსი) "ნაცმოძრაობის" ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა მესიჯბოქსებს გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო", - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ "პალიტრანიუსთან ინტერვიუს დროს ისაუბრა:
"- 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" ჰყავდა თავისი ავტორები, სააკაშვილი შემსრულებელი იყო. მაშინ ვამბობდი კიდეც, რომ ქვეყანას პირველი ლედი კი არა, პირველი მისტერი ჰყავს სააკაშვილის სახით და არავითარი პრეზიდენტი-მეთქი. დღეს ყველამ დაინახა, თუნდაც ზუგდიდის ინციდენტით, რომ დიახ, სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, ყველა იმ დაგეგმილი პროვოკაციის, რაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ციხეებში ხდებოდა. სანდრა ჩვეულებრივი ავანტიურისტია და ის არჩევნებში ცესკოს კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან მასთან შეკითხვები აქვს პროკურატურას. სანდრა "ნაციონალების" მმართველობის წლებში კურირებდა სამედიცინო სფეროს, მაშინ ძალიან ბევრი პატიმრის გვამი გაფატრული, შინაგანი ორგანოების გარეშე მიიღეს ჭირისუფლებმა. ეს არის კითხვა, რომელზეც მე, ლალი მოროშკინას, საზოგადოებასთან ერთად მჭირდება პასუხი და ჯერ ვერ მივიღეთ...
ამას ვამბობ ჩემი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. ძალიან ბევრი ვიცი, სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება... მე გაცილებით მეტი შემიძლია გავიხსენო მასზე, ვიდრე ის გაიხსენებს ჩემზე, და მასზე გახსენებული ამბავი გაცილებით მეტად გაუფუჭებს მას ცხოვრებას, ვიდრე მე. მან ეს კარგად იცის და ამიტომაც მთელი ეს წლები თავს მარიდებს.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია! ადამიანურად მაინც მიყვარს, რადგან ის მთელი ეს წლები არსებობდა. სულ ვამბობ, მიშა რომ ჩაჯდეს ციხეში და მოინანიოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გმირად გამოვა. მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის და ელოდება! ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვეს წუმპეში იმ უბედურების მორევს, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტებისკენ უბიძგებენ. მე ის გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ჰარაკირისკენ უბიძგებენ." - განაცხადა მოროშკინამ
წყარო: "კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე