თამარ შუკვანი
28.05.2019

 კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. სერბეთის მუნიციპალიტეტების ქუჩებში სირენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხოლო ადგილობრივმა სერბებმა ქუჩაში ბარიკადების აშენება დაიწყეს, თუმცა კოსოვოს სპეცრაზმმა ეს ბარიკადები დაანგრია.

რამდენად რეალურია, რომ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს და ამ ყველაფერმა უფრო გლობალური სახე მიიღოს?

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას შეტაკებების დაწყებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ არსებული ვითარება შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორიც აშშ და რუსეთი გახლავთ.

„არ არის გამორიცხული ამ მხარეში შეტაკებები დაიწყოს. სიტუაცია როგორ განვითარება, არავინ იცის, იმედია, მხარეები მშვიდობიანად მოაგვარებენ, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე მზად არის რადიკალური ქმედებებისათვის. ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. მიტოქიაში თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ეს ბალკანეთსაც გადაედოს, - ვიცით, რომ შესაბამისი პრობლემები მაკედონიაშიც არსებობს.

„პირველი ფაზა კოსოველების მხრიდან იქნა დაწყებული, თუმცა, შესაძლოა რუსებმა ეს თავისთვის გამოიყენონ და საკუთარი ინტერესებიც განახორციელონ. კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული ვითარების ფონზე, აშშ-რუსეთი შეიარაღებულ ომს ერთმანეთის წინააღმდეგ არ დაიწყებენ, მაგრამ ის, რომ კოსოვოელებს, - აშშ, ხოლო სერბებს რუსეთი უჭერს მხარს, ფაქტია.

„მიმდინარე მოვლენებს ორივე მხარე (აშშ-რუსეთი) საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებს, შეიძლება გარკვეულწილად ჰიბრიდული ომის ელემენტებიც ვიხილოთ აშშ-რუსეთს შორის, რადგან ფრონტი არის მთლიანად აღმოსავლეთ ევროპა, - ბალტიისპირეთი და შესაძლოა ბალკანეთიც ახალი დაპირისპირების ერთგვარი კერა გახდეს," - აღნიშნავს მაისაია.

კოსოვოში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სერბი დაიჭრა. ჟურნალისტების ცნობით, ორმხრივი სროლა კოსკოვოს სპეცრაზმის წევრებსა და დაუდგენელ პირთა ჯგუფის წევრებს შორის მიმდინარეოებდა.

მომხდარს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა, რომელმაც სერბეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. მისი განკარგულებით სერბეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ბელგრადი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს დაიცავს.

„სერბეთის რეაქცია იქნება თავშეკავებული, მშვიდი, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს," - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში.

სერბეთის ლიდერის განცხადებით, კოსოვოს სპეცრაზმი 26 სერბი პოლიციელისა და 15 მოქალაქის დაკავებას შეეცადა. ხოლო მათი დაკავების საბაბად კოსოვოში აღნიშნული პირების კორუფციაში ჩართულობა დაასახელეს.

კოსოვოს პოლიციის მიერ დაკავებული 23 ადამიანიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გაეროს მისიაში მსახურობს.

ვატხანგ მაისაია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციიის ქმედებას თავხედურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ყოველთვის მწვავედ იდგა, რაც სწორედ კოსოველი სეპარატისტების „დამსახურებაა."

„კოსოვოელი სეპარატისტების ქმედება ძალიან თავხედურია, - მათი პოლიციური ძალები სერბეთის დასახლებულ ოთხ რაიონში შეიჭრნენ და არაკანონიერი დაპატიმრებები მოახდინეს, - მძევლად 13 ადამიანი აიყვანეს.

„საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რაც აბსოლუტურად მართალია და არ აღიარებს ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა. ეს პრობლემა ყოველთვის ძალიან მწვავე იყო კოსოველი სეპარატისტების ქმედებების გამო, ისინი ჩართულები არიან გარკვეულწილად შავ ტრანზიტში, რისი ერთგვარი ეჭვები ყოველთვის არსებობდა.

„ე.წ. დამოუკიდებელ სახლემწიფოს თავისი დამოუკიდებელი რამდენიმე პროვინცია ჰყავს, სადაც 8 რაიონი შედის, - კოსოვოს ე.წ. დამოუკიდებლობას არ ემორჩილებიან და სერბეთის შემადგენლობაში რჩებიან," - განაცხადა ვახტანგ მაისაიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ კოსოვოში მოსახლეობის 90% სერბია, რომელთაც არ სურთ კოსოვოს ე.წ. დამოუკიდებლობა. კოსოვოს პოლიციის მიერ მოქმედება იშვიათია და ყოველთვის სერბების რისხვას იწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×