ია აბულაშვილი
29.05.2019

 "გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი, ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში მდებარეობს თბილისიდან სამხერთ-აღმოსავლეთით 70 კმ მანძილზე, იმ მთების კალთაზე, რომლებიც ივერისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს.

"უძველესი მონასტერი დავითის ლავრა დაარსებულა მე-6 საუკუნეში ასურელი მამის დავით გარეჯის მიერ. მის დროს შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომელიც საერთო კომპლექსში შედის. ე.წ. დიდოს რქა და ნათლისმცემელი. სამი სხვა მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი უფრო გვიან დაარსებულა.

"შუა საუკუნეთა მანძილზე, თვით მე-18 საუკუნის მიწურულამდე არ შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება. სასულიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობა.

"განსაკუთრებული აყვავების ხანა მე-11-13 საუკუნეები იყო საქართველოს სამეფო გაერთიანების დროს, დავით გარეჯში მრავალი ასეული გამოქვაბული, სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა.

ბევრი მათგანის კედლებმა შეოგვინახა დიდად მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების"- ასე აღწერს ნაშრომში "ქართული ხუროთმოძღვრება" დავთი გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ ბერიძე.

 

მონასტერი კლდესა შინა განკვეთილი

 

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გამოქვაბულთა კლდეში გამოკვეთა საქართველოს უძველესი ხანის ისტორიიდან არის ცნობილი და ხშირად მთელ ქალაქად გვხვდება.

ერთ-ერთი მათგაგანია დავით გარეჯი, რომელიც გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე 25 კმ მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს.

მონასტერი დაარსდა 6 საუკუნეში, ასურელ მამათაგან ერთ-ერთის წმინდა დავით გარეჯელის მიერ, რომელიც თავის მოწაფე ლუკაიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უბანოში და დასახლდა მღვიმეში. აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდება.

გარეჯი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც "გარეჯის მრავამთის ათორმეტნი მონასტერნი".

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: "გარეჯის მთას არს მონასტერი კლდესა შინა განკვეთილნი. სენაკნი, ტრაპზნი, პალატნი, ზამათარ თბილი, ზაფხულ გრილი". შემდეგ მისმა მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი მონასტერი დიდომ- დიდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი.

დავითი გარეჯის მონასტრის შემდგომი განვითარება მე-9 საუკუნეში წმინდა მამის ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება. მან გააფრთოვა და გადააკეთა წმინდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია.

პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა ჩამოთვლის კიდევ რამდეიმე მონასტერს, აღდგომისა წამებული, თეთრ- სენაკები, მაღაზანა, ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პიროკუღმარი.

მე-12 საუკუნეში დავით გარეჯის განვითარება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, იგი ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას, მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან.

შემდგომ საუკუნებში დაარსდა ახალი მონასტრები უდაბნო, ბერთუბანი და ჩიჩხოტური. გაფართოვდა დავითის ლავრა. აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზოები და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წაყალშემყვანი არხები და რეზარვუარები.

მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ დავით გარეჯი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად აქცია. მონასტრის მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებებში. 1639 წელს კი თეიმურაზ პირველმა სპარსელთა ლაშქრობის შემდეგ დაგნრეული მონასტრები აღადგინა და აქ სამონასტრო ცხოვრება გაგარძელდა.

 

უნიკალური ფრესკები

 

დავით გარეჯის მონასტერს, რომელსაც თვალსჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიაში, განსაკუთრებით გამოირჩევა კედლის მხატვრობა.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, უდაბნოს მონასტერში არსებულმა გარეჯის სამხატვრო სკოლამ, თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

შემონახულია ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი. დავით აღმაშენებლის პორტრეტი ნათლისმცემლის მონასტერში. თამარისა და ლაშა გიორგის ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორთა - უდაბნოში, ასევე დავით გარეჯელის ცხოვრებიდან გამოსახული სცენები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია უძველესი არტეფაქტები, მათ შორის თამარ მეფის მონეტა, ნათლისმცემლის მონასტრის ზეოში, სპილენძის ორი თეფში წარწერით, ბრინჯაოს შანდლალი წარწერით "ქ. მეფე თეიმურაზი", რომელიც მეფე თეიმურაზს გარეჯის მონასტრისთვის შეუწირავს.

დავით გარეჯში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები - ონოფრე გარეჯელი. დემეტრე პირველი, სულხან საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილი, ანტონ პირველი, ტიმოთე გაბაშვილი. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს. დავით გარჯში არსებობდა ხელნაწერთა მდიდარი საცავი.

 

უცხო ტომების მიერ დარბეული და აოხრებული დავით გარეჯი

 

1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და ააოხრა დავით გარეჯი და მისი მიდამოები.

მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლენგმა, მრავალი ილაშქრობის დროს, ცეცხლითა და მახვილით დაარბია დავით გარეჯის მონასტერი.

1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×