რეზონანსი
04.06.2019

 "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში 23 ივნისს დაანონსებულ გეიაღლუმზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

"23 ივნისს გეი-აღლუმი გამოაცხადეს! ეს არის ქართველი ერის პირდაპირი გამოწვევა! უამრავი პოლიციელი, ოფიცერი, ჯარისკაცი გვწერს, რომ ისინი გაიხდიან ფორმას და უარს იტყვიან სიბილწის-გარყვნილების ზეიმის დაცვაზე! საყოველთაო მობილიზაცია დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩამოვა ავტომანქანების კოლონები! მთელი ქვეყანა აღსდგება ამ გაუგონარი შეურაცხყოფის წინააღმდეგ! ყოველივე იქნება არა რომელიმე პარტიის თუ დაჯგუფების პროტესტი,არამედ ეს იქნება საყოველთაო-სახალხო მღელვარება,რომელსაც არც ორგანიზატორი ეყოლება და არც ლიდერი! 

ვიმეორებ, აუცილებლად იქნება საყოველთაო-სახალხო პროტესტი, საერთო ეროვნული-გრანდიოზული შეკრება! სრული დარწმუნებით ვამბობ - 1% შანსი არ არის, რომ ქართველებმა მამათმავლების მარშის ჩატარება დაუშვან! ყოველივე ჩემს კეთილ რჩევად მიიღოს გეი-პრაიდის პროვოკატორმა ორგანიზატორებმა! დანარჩენს 23 ივნისს ვიხილავთ!", - წერს ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×