რეზონანსი
12.06.2019

 სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შესახებ წერს:

„ანახეთ ეს ადამიანი თქვენს შვილებს (ვიზუალურად), წააკითხეთ და მოასმენინეთ მისი "ბრძნულ-ფილოსოფიური" გამონათქვამები და არ დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ " შვილო ასეთი არ უნდა გაიზარდო"!

გთავაზობთ საქართველოს პირველი კანონმდებელის მორიგ მარგალიტს! დაუკვირდით როგორ მსჯელობს და რა ლოგიკა აქვს:

"თბილისში რეგისტრირებული იყო 200 000 ავტომობილი 2012 წელს და დღეს თუ არის მეტი გაჭირვება უნდა იყოს 200 000-ზე ნაკლები ხო? დღეს არის 500 000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ორნახევარჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თბილისში ავტომობილის შეძენა. მარტივად, ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, თუ 200 000 იყო და 5 წლის შემდეგ არის 500 000, ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი".

p.s. ბოლოს კი დავამატებ: "უფალო გვიხსენ ბოროტისაგან, ამინ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×