
13 წლის ივნისის ტრაგედიას და იმ დღეს დაღუპულებს სოციალურ ქსელში იხსენებენ. ემიგრანტების არხის დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე წერს:
"საფლავები რომ არ ეღირსათ… 4 წლის წინ, 13 ივნისმა და ვერემ წაიღო მათი სიცოცხლე და დღემდე ვერსად მიაგნეს… ძალიან დიდი ტკივილი და სიმწარეა – არც ცოცხალი არც მკვდარი.
13 ივნისს უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების, ბექა ბუთურიშვილის და სერგი კაპანაძის ცხედრების მოლოდინში რომ არიან მათი ნამდვილი ჭირისუფალნი?!
ნინო თევდორაძე – ის სერგი კაპანაძის გამზრდელი ბებოა და მისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება ღმერთს. სიზმრად ექცა, მოლანდებად ექცა, უსაშველო ლოდინად ექცა თავისი სიმწრით გამოზრდილი ბიჭი. რა გზით არ ეძება, ვის აღარ მიმართა, რა ხავსს არ მოეკიდა საბრალო ქალი…"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე