თამთა ჩაჩანიძე
02.08.2019

 რუსეთის საფონდო ბაზარი 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ ჩამოიშალა. ინდექსების მნიშვნელოვანი ვარდნა გლობალური საფონდო ბირჟისა და ნავთობის ფასების ვარდნის გამო მოხდა, რასაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღა დაემატა. ყველაფერი ეს გამოწვეულია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების ესკალაციით და ვაშინგტონის მიერ დაწესებული ახალი სანქციების დაწესებით მოსკოვის წინააღმდეგ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

საფონდო ბირჟის გახსნის დროს საფონდო ინდექსი 1 წუთში 1.2-2%-ით დაეცა, შემდეგ კი ვარდნა განაგრძო. რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად გაუფასურდა, ამერიკული დოლარი 0.63%-ით გაიზარდა და 64.75 რუბლი შეადგინა. ევროს ღირებულება კი 0.71% ით გაიზარდა და 71.84 რუბლი გახდა.

ნავთობზე ფასების ვარდნას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ შეერთებული შტატები 1 სექტემბრიდან 10%-იან გადასახადს დაუწესებს ჩინეთს იმპორტზე, რაც 300 მილიარდ დოლარად არის შეფასებულია. აღნიშნული განცხადება გაკეთდა ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების მე -12 რაუნდის დასრულების შემდეგ,როდესაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს სავაჭრო ომის მოგვარებაში. ჩინურმა მხარემ უკვე გამოაცხადა, რომ მზად არის საპასუხო ზომების შემოღებაში.

ამას გარდ,ა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რითაც იგი სანქციებს უწესებს რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო 2018 წელს რუსეთის სპეცსამსახურის თანაშრომლის სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილზე თავდასხმისას. არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს მოიცავს დაწესებული სანქციები.

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ტრამპს მოუწოდა გადასულიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეორე ეტაპზე.

2018 წლის მარტში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ-პარალიტური ნივთიერება „ნოვიჩოკით" მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×