ტატა შოშიაშვილი
17.08.2019

 აფხაზეთი დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა", რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენასა და რუსული საზღვაო კრუიზების მარშრუტში სოხუმის ჩასმას ერთი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ უკვე 2019 წლის შემოდგომაზე საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი" სატესტო რეჟიმში გამოჩნდება აფხაზეთის პორტებში. ამის შესახებ სოხუმში რუსეთის საზღვაო და მდინარის ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსის მოადგილე ზახარ ჯიოევის ვიზიტისას გახდა ცნობილი.

ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია „აფხაზსკოე მარსკოე სუდახოდსტვას" თავმჯდომარე დაურ ხაჯიმბამ განაცხადა. მისივე თქმით, აფხაზეთში მყოფ რუსულ დელეგაციასთან ეს საკითხი დეტალურად განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წელს ჩვენ გვექნება სრულიად განსხვავებული სიტუაცია საზღვაო მიმოსვლის საკითხში", - აცხადებს ხაჯიმბა.

2019 წლის 19 თებერვალს სოჭში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სახელმწიფო კომპანია „აფხაზსკოე მორსკოე პაროხოდსტვოსა" და შპს „ჩერნომორსკიე კრუიზის" შორის აფხაზეთისა და რუსეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის საკრუიზო კომუნიკაციის ორგანიზების შესახებ. მაშინ შეიქმნა ე.წ. სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

ამჟამად, „კნიაზ ვლადიმირი" ასეთი საკრუიზო მარშრუტით მოძღაობს: სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევოსტოპოლი-სოჭის მიმართულებით მოძრაობს. ზახარ ჯიოევის ინფორმაციით, არაერთმა მგზავრმა გამოთქვა სურვილი, რომ მოცემულ მარშრუტს სოხუმის მიმართულებაც დაემატოს.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოხუმის პორტის აკვატორიის მომზადების თვალსაზრისით აფხაზური მხარე გრაფიკსაც კი უსწრებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ოქტომბერში ჩვენ ვგეგმავთ ტესტის ჩატარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავად აკვატორია და პორტი მზად მზად არის. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლიდან სოხუმის პორტში დაახლოებით 5 ჯერ შევიყვანოთ გემი", - განაცხადა ჯიოევმა.

„კნიაზ ვლადიმირს" ერთ რეისზე საშუალოდ 600-700 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო თუ მოცემული მიმართულებით გადაადგილებას მეტი ადამიანი მოითხოვს, მაშინ რეისების რაოდენობას გაზრდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×