
19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას ზეიმობს. დღეს, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა. წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი ამბობს, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.
ფერისცვალება, არის დრო, როცა მოახლოებულია უფლის ჯვარცმა. მაცხოვარი მოწაფეებს ესაუბრება მოახლოებულ ჯვარცმაზე. ამის გამო მოწაფეები დამძიმებულნი არინ და ამით ცდილობს ნუგეში სცეს. ფერისცვალება იყო ნუგეში მოწაფეებისთვის, ამით დაანახა მათ დიდების ღმერთი.
როგორც სახერებაში წერია, მაცხოვარმა სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.
ფერისცვალებისას იესოსგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ,ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ!“ - ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ.
რა იყო ფერისცვალების არსი და მიზანი. რისთვის აღსრულდა ის?
ფერისცვალებით მაცხოვარმა მოციქულებს აჩვენა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნელი იყო, ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა კაცობრიობა, ელოდნენ იუდეველები.
მოსე და ელია წინასწარმეტყველთაგან უპირატესნი არიან, მაგრამ ფერისცვალების ხატებზე თავდახრილნი დგანან, ნიშნად იმისა, რომ თვით მოსეც კი, რომელსაც იუდეველები ესოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ, არაფერი იყო ქრისტეს წინაშე.
კითხვაზე, რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს, მოძღვარი განმარტავს, რომ ეს არის ნაყოფიერების შეწირვა უფლისთვის. ადრე, როცა მოსავალი მოვიდოდა, ქრისტიანს პირველი ნაყოფი ტაძარში მიჰქონდა და მადლობის ნიშნად უფალს სწირავდა. ტოვებდა ტაძარში და შემდეგ წინამძღვარი გლახაკებს ურიგებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე