რეზონანსი
27.08.2019

 ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის მისამართით შემდეგი სახის კომენტარს აქვეყნებს:

"როცა ფულიანი კაცის უთავმოყვარეო მონა ხარ, რასაკვირველია, ვერ იჯერებ, რომ ადამიანები საკუთარი პრინციპებისა და ღირებულებების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს " - დაწერა კვესიტაძემ, რითიც "რ2"-თან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩუგოშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა:

„ვფიქრობ, ნაწილობრივი მათგანისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში შედიოდა. მცდელობა, რომ „რუსთავი 2″ განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპიური ქმედებაა, რადგან ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. ეს მიდგომა ზოგადად აქვს და როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მას არ ეკუთვნის არხი და ეკუთვნის სხვა მფლობელს”, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×