
მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულს შორის სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
ეკლესიის ისტორიაში უცნობია. ასევე უცნობია, როდიდან დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა. ის დედაღვთისმშობელს ზეთისხილის მთაზე გამოეცხადა და ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასტურად სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი ძალით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
ღვთისმშობლის თხოვნით, მასთან გამოსამშვიდობებლად საქადაგებლად წასული მოციქულები შეიკრიბნენ.
ასევე, ღვთისმშობელმა სთხოვა უფალს, არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები. სწორედ ამიტომ, ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს არ ესწრებოდა თომა მოციქული. ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და ნახეს, რომ ღვთისმშობელი იქ აღარ იყო. უფალმა ის ხორცით ზეცაში აღამაღლა.
საქართველოში ამ დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ, რადგან ჩვენი ქვეყანა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე