ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ასეთი შინაარსის მიმართვას აქვეყნებს:
"ყოველგვარი პოლიტკორექტულობის დაცვის გარეშე ვიტყვი: ვინც იმ პროდუქტს შეიძენს, რისი რეკლამაც იმ ე.წ. "მთავარ არხზე" გავა, უნდა ჩაითვალოს როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომხრე და სისხლიანი დიქტატურის დაბრუნების მსურველი.
ის "ბეზლესმენი" კი, ვინც იმ ე.წ. "მთავარ არხზე" რეკლამას მიიტანს, ჩაითვალოს როგორც ტერორიზმის, იარაღით ვაჭრობის და სახელმწიფო გადატრიალების დამფინანსებელი!
ახლა არ დამიწყოთ "თავისუფალი სიტყვა" და "გამოხატვის თავისუფლებაო"! ორ ტელევიზიაში ვმუშაობდი, რომლებშიც რეკლამის მიტანა იმ თქვენმა "გენერალურმა დირექტორმა", რომელიც მაშინ გენერალური (თუ რაღაც ჩემი ცოცორი) პროკურორი იყო, აკრძალა.
ახლა გაზეთში ვმუშაობ, რომელიც 101 წლისაა, რუსული ოკუპაციის პერიოდშიც არსებობდა და თქვენმა დედა***ლმა ბელადმა - ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობო, განადგურება სცადა.
ზრდილობისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ - ვინც ამ ე.წ. "მთავარ არხზე" რეკლამას მიიტანს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ და ფბ-ში "ცუდო შენა" დავწეროთ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე