კოლორადოელ მელანი კეჩს და ტრევორ ჰანს ლაშქრობა ძალიან უყვართ. მელანი 29 წლისაა და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემებით დაიბადა, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ტრევორი კი 42 წლისაა და მხედველობა 5 წლის წინ დაკარგა.
მელანიმ და ტრევორმა ერთმანეთი ადაპტაციის კურსებზე გასულ წელს გაიცნეს. წყვილი პირველივე დღიდან დამეგობრდა. ტრევორმა ფეხების, მელანიმ კი თვალების როლი მოირგო და მოგზაურობაც ასე დაიწყო.
წყვილმა მელანისთვის სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტრევორი მას კომფორტულად ატარებს. მელანი შტურმანია და ეს ძალიან კარგად გამოსდის. მეგობრებს პასუხისმგებლობის განაწილება მოსწონთ და ამ ყველაფერს ორივე ისე მიეჩვია, რომ სალაშქროდ მხოლოდ ერთად დადიან.

წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე