თამთა ჩაჩანიძე
13.09.2019

 პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის გადატანამ კრემლის დიდი აღშფოთება გამოიწვია. რუსეთი ახლა საპასუხო ზომებით იმუქრება, თუმცა რას აპირებს ან რისი გაკეთება შეუძლია საერთოდ, უცნობია.

საუბარია საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლზე. კონევი იმ საბჭოთა ნაწილებს მეთაურობდა, რომლებმაც ამჟამინდელი ჩეხეთის ტერიტორიიდან გერმანელი ნაცისტების ჯარები განდევნეს, თუმცა ამასთანავე ის უნგრეთის 1956 წლის ანტი-საბჭოთა ამბოხის სასტიკად ჩახშობაშიც მონაწილეობდა და ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის მოვლენებშიც არ უთამაშია მაინცდამაინც კეთილშობილური როლი.

მოსკოვი აცხადებს, რომ ძეგლის დაუდგენელ ადგილზე გადატანა უპრეცენდენტო ქმედებაა, რომელიც ქვეყნებს შორის შეთანხმებებს არღვევს, რაც უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრაღის ერთ ერთი მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭომ გადაწყვიტა საბჭოთა მარშლის, კონევის ძეგლი, ძველი ტერიტორიიდან მუზეუმში გადაიტანონ, სავარაუდოდ, კონევის ძეგლის ადგილზე, ნაციზმისგან პრაღის განმათავისუფლებელთა ახალი ძეგლი დაიდგმება.

რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტი განიხილავს გადაწყვეტილებას, 1993 წელს რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებს შორის დადებული მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების „ცინიკური დარღვევის" შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მუნიციპალურ დონეზე, მათ აღნიშნეს, რომ "ეს შეიძლება გახდეს შესამჩნევი, გამღიზიანებელი ორმხრივ ურთიერთობებში და სერიოზულად გააფუჭოს ატმოსფერო".

რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტი, "უპრეცედენტო აქციის" ინიციატორებს მოუწოდებენ "შეცვალონ თავიანთი აზრი და გააცნობიერონ თავიანთი ქმედების ყველა შედეგი".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, 13 სექტემბერს ჩეხ დიპლომატებს ჩეხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსანდრ ზმეევსკიმ გააცნო.

ძეგლის გადატანის გასაპროტესტებლად რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა.

ბოლო დროს დაუდგენელი პირები პერიოდულად ასხამენ საღებავებს კონევის ძეგლს. ბოლოს ასეთი შემთხვევა 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლის წლისთავზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×