პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის გადაადგილების გამო, ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი დაიწყო - მარშალ ივან კონევის ძეგლის მუზეუმში გადატანის ინიციატივის გამო, რუსეთის კულტური მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ პრაღის მერს „ადგილობრივი მასშტაბის გაულაიტერი (ადმინისტრაციული თანამდებობა ჰიტლერულ გერმანიაში)" უწოდა. საპასუხოდ კი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და განმარტება მოსთხოვეს.
12 სექტემბერს პრაღის მერიამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა მარშალის ძეგლის ადგილას განათავსებენ 1945 წელს პრაღის გამათავისუფლებლებისთვის მიძღვნილ მემორიალს, რომლის შექმნისთვის კონკურსიც კი გამოაცხადეს, რამაც რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. მოსკოვში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ არჩვევს რუსეთსა და ჩეხეთს შორის გაფორმებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას.
ოფიციალური მოსკოვი თავის ხისტ რიტორიკას იმით განმარტავს, რომ ოფიციალური პრაღა „არღვევს რუსეთსა და ჩეხეთს შორი არსებული ორმხრივი ურთიერთობის არსს". ჩეხეთში რუსეთის ელჩი კი აღნიშნავს, რომ იმ შემხთვევაში, თუ საბჭოთა მარშალის ძეგლს შეუცვლიან ადგილს და გადაიტანენ მუზეუმში, ეს აისახება ქვეყნებს შორის ურთოერთობებზე და არ დარჩება პასუხგაუცემელი.
თავის მხრივ, ჩეხეთში რუსეთის ამგვარმა დამოკიდებულებამ გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ალექსანდრე~ ზმეევსკი 13 სექტემბერს გამოიძახა და განუმარტა, რომ მარშალ კონევის ძეგლის გადაადგილება კონკრეტულად ქალაქ პრაღის საქმეა და გარეშე პირებს არ ეხება.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟმა რუსეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩეხეთს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ პატივისცემასა და თანასწორობას, ჩეხეთი მკაცრად იცავს.
ხმელარჟმა ძეგლის გადაადგილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხად, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა მხოლოდ ჩეხეთს აქვს და აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მისთვის პოლიტიკური კონტექსტის მინიჭება, პრობლემის შემდგომი გაღვივებისა და კონფლიქტის წამოწყებისთვის.
მათთვის ასევე მოუღებელია რუსეთის კულტურის მინისტრის რიტორიკა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიმღები ჩეხეთის ერთ-ერთი რაიონის, პრაღა-6-ის ხელმძღვანელი ონდრჟეი კოლარჟი დამცინავად მოიხსენია და გაულაიტერი უწოდა. თავად მედინსკიმ კი განაცხადა, რომ ძეგლის გადაადგილება მიღებელია, რადგან კონევის პატივსაცემად აღნიშნული ძეგლი თავის დროზე თავად პრაღის მადლიერმა მოსახლეობას დააყენა.
ცნობისთვის, საბჭოთა მარშალ ივანე კონევის ძეგლი პრაღაში 1980 წლის მაისიდან დგას და უნდა აღინიშნოს, რომ მის გადაადგილებასთან დაკავშირებით საკითხი პირველად არ წამოწეულა და დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი მის დემონტაჟზე.