თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 ილია ილფისა და ევგენი პერტოვის ლეგენდარული სატირული რომანის „12 სკამის" ახალი ეკრანიზაციის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება საქართველოში იგეგმება. ამის შესახებ რუსული კინოსტუდია „მოსფილმი" იუწყება

ახალი სრულმეტრაჟიანი რომანის „12 სკამის" ეკრანიზაციას აწარმოებს საპროდიუსერო ცენტრი „პრაიმი" და კინოკომპანია „სოლივსი". რეჟისორი პიოტრ ზელენოვია.

„12 სკამის" რიმეიკის მთავარ როლებს რუსული კინოსა და თეატრის პოპულიარული მსახიობები დიმიტრი ნაგიევი და დიმიტრი ნაზაროვი შეასრულებენ. ნაგიევი ოსტაპ ბენდერს თამაშობს, ხოლო ნაზაროვი - კისა ვორობიანინოვს.

ფილმის ძირითადი ნაწილი უკვე გადაიღეს კინოსტუდია „მოსფილმის" პავილიონში. ამჟამად გადაღებები სოჭში გრძელდება, საიდანაც გადამღები ჯგუფი საქართველოში გეგმავს ჩამოსვლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×