რეზონანსი
23.10.2019

  ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერი ბესლან ხვარცკია სცემეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიით მისი ცემა აფხაზეთში გამართულ ქორწილზე დაწერილ კომენტარს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ფოტოები სადაც ჩანს, რომ ქორწილის სუფრაზე მთლიანად შემწვარ თხებთან ერთად, ჯიხვებიც იყო, რომელზეც ნადირობა აკრძალულია:

"არჩვებზე და თხებზე გავერკვიეთ, არჩვი არცერთი არ ყოფილა, ამბობენ რომ იყო 2 ჯიხვი და ესეც ეჭვქვეშაა. რა ცხენები იყო და რა მოისაქმეს, საერთოდ ვერ გავიგე. მეტი სიცხადე შეიტანეთ გთხოვთ," - დაწერა ხვარცკიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×