ტატა შოშიაშვილი
26.10.2019

 ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ოჯახებისთვის განკუთვნილი საპატიმროდან, რომელიც სირიაშია განლაგებული და აინ-ისსას სახელითაა ცნობილი, 100-მდე ადამიანი გაიქცა, მათ შორის 50 რუსეთის მოქალაქე ქალია, რომელთა შორის ერთ-ერთის ნათესავი ამბობს, რომ ბოლოს 17 ოქტომბერს ესაუბრა და მას შემდეგ არაფერი იცის მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

ბი-ბი-სის ცნობით, ბანაკი მას შემდეგ დაცარიელდა, რაც ქურთული ფორმირებების წინააღდმეგ თურქეთმა სამხედრო ოპერაცია დიწყო. წასვლისას, ქურთებმა ბანაკი გადაწვეს, რის შემდეგაც, ქალები უდაბნოში წავიდნენ, სადაც ისინი პროთურქული დანაყოფების ხალხმა ნახა და წაიყვანა.

როგორც აღინიშნა, რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აინ-ისსას ბანაკში იმყოფებოდა, ნათესავს 17 ოქტომბერს დაუკავშირდა. იმ დროს თურქეთისა და სირიის სასაზღვრო ხაზთან ახლოს, თელ-აბიადის რაიონის მახლობლად იყო. მისი თქმით, უკან დახევისას ქურთებმა ისინი ფაქტობრივად უდაბნოში გაყარეს. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი ანკარის მხარეზე მებრძოლმა სირიელებმა დააკავეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წევრების ოჯახებისთვის შექმნილი ბანაკებიდან გაქცეული 236 ადამიანი დააკავეს. თურქული წარმოშობის დაკავებულები გადაიყვანეს შემადგენლობის ცენტრებში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.

რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი გადაანაწილეს ბანაკებში, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით, ალეპოს პროვინციაშია განლაგებული:

„პროთურქული ძალების წამრომადგენლები უახლოეს მომავალში აცნობებენ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეები უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ჩრდილოეთით დააკავეს, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები მათი მომავლისა და ბედის შესახებ", - იუწყება ბი-ბი-სი.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ოპერაციის დაწყების შემდეგ გაჩნდა იმის საშიშროება, რომ სამხედრო მოქმედებების გამო შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ასობით მებრძოლი, რომელიც ქურთებს ჰყავდათ დატყვევებული, გათავისუფლდეს. ანკარაში პატიმრების გაქცევის შესახებ გავრცელებულ ყველა ცნობას დეზინფორმაცვია უწოდეს.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მაგრამ 17 ოქტომბერს ვაშინგტონი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ თურქეთი სირიაში ცეცხლს 120 საათით შეწყვეტდა, რათა თურქეთის საზღვართან მყოფ ქურთებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ დაასრულეს ქურთების გაყვანა ტერიტორიიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×