რეზონანსი
31.10.2019

 გოგოლა კალანდაძე იუბილარია. მსახიობი 44 წლის გახდა. ოთხი შვილის დედა თავს ემოციურად დატვირთულად და ბედნიერად გრძნობს, თუმცა დედისთვის დამახასიათებელი სენტიმენტები აქვს მოძალებული. 

"გული მწყდება, მაგრამ არ მაქვს შემოთავაზებები. ადრე უფრო განვიცდიდი ამას. ახლა უკვე ბავშვები წამოიზარდნენ და მეტი დრო მაქვს, რომ ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს. მე სხვა საქმე არ ვიცი და არც მეხერხება. ვიცი, რომ ჩემი საქმე არის არტისტობა, მაიმუნობა და კიკაობა... ბოლომდე შეყვარებული ვარ ჩემს საქმეზე. ეტყობა, მივიწყებული ვარ, რა ვიცი... არ მქონია შემოთავაზება. თავს იმით ვიწყნარებ, რომ ფილმებს აღარ იღებენ იმდენად, რეჟისორების დეფიციტიც არის. იქნებ ასაკში ისევ გავიელვო. მე მგონი ამ მოლოდინში მოვკვდები", - განუცხადა "პრაიმტაიმს" მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×