რეზონანსი
11.11.2019

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს,  თუ რატომ ჩაიშალა ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.

“წარმატების” გამო, ტრ**ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს…

“ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, “ჯინსების თაობის” სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს. სცენარში – ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი.

ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად, მოლაპარაკებაც ჩაიშალა”, – იხსენებს დათო ტურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×