„ჩვენი დედაქალაქისათვის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა ჩვენი თანამოქალაქეების ტრანსპორტის უზურნველყოფაა. ჩვენ უკვე მივედით იმ დონემდე, რომ საჯარო სივრცეების უმეტესობა ოკუპირებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურით," - აცხადებს „რეზონანსთან" საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე თბილისში არსებული საცობისა და დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის გაზრდის შესახებ საუბრისას.
საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდა და სარემონტო სამუშაოებია, რომლის გამოც თბილისის ქუჩები გადაკეტილია. ეს კი დილასა და საღამოს, პიკის საათებში, ქმნის საცობს და მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში, ამ საცობის ატანა და სამსახურიდან სახლში, გვიან მისვლა უწევთ.
შალვა ოგბაიძე იმ ცვლილებების შესახებ საუბრობს, რომელიც დედაქალაქის მერიამ გაატარა და აცხადებს, რომ თბილისში ერთ ოჯახს, ხშირ შემთხვევაში, 2-3 ავტომანქანა ჰყავს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის მათი გადაადგილებისა და პარკირების კუთხით;
„ჩვენი დედაქალაქისათვის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა ჩვენი თანამოქალაქეების ტრანსპორტის უზურნველყოფაა. ეს დადასტურდა კიდევაც იმ კვლევაში, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო ქალაქის მერიის და მისი გუნდის საარჩევნი კამპანიას 2017 წლის არჩევნებზე. შეგახსენებთ, გამოიკვეთა შვიდი მიმართულება, რომელზეც დგას ჩვენი სამომავლო ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა. აქედან ყველაზე მთავარი არის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის.
„ჩვენი დედაქალაქი ავტომობილებზე ორიენტირებული ქალაქი იყო; ჩვენ, მთლიანად საზოგადოება ვცდილობდით, უპირატესი ხელშეწყობა ავტომობილებს ჰქონოდათ, იმ ადამიანებს, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან და შედეგად მივიღეთ; 90-იანი წლების შემდგომ, როდესაც მეორადი ავტომობილების შემოტანა დაიწყო, მას შემდეგ, რაც საბანკო სისტემა განვითარდა, თბილისში გაჩნდა ოჯახები, რომელთაც ორი ან სამი მეორადი ავტომობილი ჰყავთ.
"დადგა პრობლემა ამ ავტომობილებით გადაადგილების და მათი პარკირების. ეს იმ ფონზე, ჩვენ რაც დაგვხვდა იმის კონსტანტირებას ვაკეთებ, როდესაც დედაქალაქს დაჯაგლაგებული რამდენიმე ასეული ყვითელი ავტობუსი ჰყავდა და საკმაოდ ამორტიზებული მეტროპოლიტენის სისტემა ჰქონდა," - ამბობს ოგბაიძე.
მისივე თქმით, ავტობუსები, მეტროპოლიტენი, სატაქსომოტორო სფეროში პარკირება და გზების მოწესრიგება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ნელ-ნელა წესრიგდება.
„აგრეთვე, თითქმის რესურსამოწურული სატაქსომოტორო პარკი და შეუკეთებელი გზები, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას. პირველი, რაც დავისახეთ მიზნად, ეს ჩვენი დედაქალაქის კონცეფციის შეცვლა იყო. დედაქალაქი უნდა იყოს ევროპაში სმარტ-ქალაქი, ანუ გონიერი ქალაქი. ჩვენ უკვე მივედით იმ დონემდე, რომ საჯარო სივრცეების უმეტესობა ოკუპირებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურით.
„დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი წამყვანი შემადგენელი ნაწილი ბოლო დროს არის ავტობუსები და მეტროპოლიტენი. მეტროპოლიტენის მუშაობის დრო შევამცირეთ იმიტომ რომ, ძალური კაბელები, მეტროს დაარსების დღიდან, რამდენიმე ასეული კილომეტრი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ეს თავიდან ბოლომდე იცვლება. ამას დავუმატოთ ავტობუსების ნაწილში მიმდინარე პროცესები. 12 მეტრიან 143 ლურჯ ავტობუსს დაემატა 90 ცალი 10 მეტრიანი მწვანე ავტობუსი. ამას დამატებული 220 ერთეული 8 მეტრიანი მწვანე ავტობუსები, რომელიც თბილისმა ძალიან შეიყვარა.
„თანდათან, მართალია ნელა, მაგრამ წესრიგდება სატაქსო მოტო სერვისის სფერო. ამას დავუმატოთ, საპარკინგე სივრცეების გაჩენა ჩვენი დედაქალაქის ცენტრში. ხდება ავტობუსების, მეტროპოლიტენის, სატაქსომოტორო სფეროში პარკირების და გზების მოწესრიგება.
"გვახსოვს ის ურბანული მკვლელობა, როდესაც კორპუსი კორპუსში იდგმებოდა და ეს მემკვიდრეობა ჩვენ დაგვხვდა, ახლა ვერცერთი კორპუსი ვერ აშენდება სატრანსპორტო კვლევის და გარემოს დაცვის უმკაცრესი მოთხოვნების გარეშე," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.