რეზონანსი
12.11.2019

მიხეილ ცაგარელის დღის დეტალური ასტროლოგიურ პროგნოზი:

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:48-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის  დაპირისპირება მორიელის და კუროს ზოდიაქალურ ღერძზე, რომელიც პიკს 17:34 საათზე მიაღწევს, ერთის მხრივ, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობას გაზრდის, მეორეს მხრივ, ადამიანთა დეპრესიისა და აგრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და მოთმინება, თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, იმოქმედეთ  წინდახედულად და გააზრებულად, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორება.

 სასიკეთო დღეა კომერციისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფღთხილდით დასუსტებულ კუჭს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

იღბლიანი დღე ელით კუროს და კირჩხიბს, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×