რეზონანსი
13.11.2019

  სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი, მსახიობ ზურაბ ნიჟარაძის გარეშე დაიწყო. მას შემდეგ რაც ის "რუსთავი 2"-ზე "კომედი შოუში" დარჩა, სერიალის პროდიუსერის გადაწყვეტილებით ნიჟარაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ მონაწილეობს.

მსახიობი ჟურნალ "სარკესთან" სერიალის მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს რომ მას გულშემატკივრობს.

"ახალი სეზონი არ მინახავს, რადგან არ ვიყავი ქვეყანაში. იქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებსაც წარმატებებს ვუსურვებ. გამიხარდება მათი მაღალი რეიტინგი, რადგან 7 წელი ვიყავი ამ სერიალში და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მითხრეს "კომედი შოუში" და აქაც ერთდროულად ვერ იქნებიო, ჰოდა, გადავწყვიტე "რუსთავი 2"-ში დავრჩენილიყავი. მე ვარ მსახიობი და ზოგადად არტისტი რომელიღაც ეტაპზე აუცილებლად რაღაც პოპულარობას მიაღწევს. მე ადრე ვთამაშობდი "იმედის" სერიალში "შუა ქალაქში". ასევე ვიყავი "ტვ 11"-ზე, სადაც სადღეგრძელოების რუბრიკა მქონდა. ხალხი სხვადასხვაგვარი გემოვნების და დამოკიდებულებისაა. დღემდე ვიღაცეები რომ მხვდებიან, მეუბნებიან თქვენი სადღეგრძელოები ზეპირად ვიცით სატელევიზიო გადაცემიდანო. მინდა, ერთი რამე ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ სერიალმა ბევრი რამ მომცა, თუმცა ცარიელი ხელებით არც მე მივსულვარ იქ. კარიერა ნულიდან და ამ სერიალიდან არ დამიწყია. ფილმებშიც ვარ გადაღებული, ოთხ ტელეკომპანიაში მიმუშავია. მადლობას ვეუბნები ყველას, მაგრამ მადლობა აქეთაც მითხრან, რადგან ჩემი გმირი თუ რეიტინგული არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ჩემს ხაზს აღარ გააგრძელებდნენ შესაბამისად ხელი ხელს ბანს ორივე პირს", - ამბობს მსახიობი ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.

წყარო: სარკე

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×