ია აბულაშვილი
14.11.2019

 "ვფიქრობ, ნაჩქარევად იყო თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვტილება და კარგად უნდა ყოფილიყო ყველაფერი გათვლილი. საშიშროებას მეც ვხედავ, რადგან მთლიანად აირია მონასტერი" - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

ცნობისთვის, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა. კვორუმისთვის 113 ხმა იყო საჭირო, მხარი დაუჭირა 101 დეპუტატმა, წინაღმდეგი იყო სამი, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

"ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევად იყო თავის დროზე მიღებული გადაწყვტილება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროცესი კარგად უნდა ყოფილიყო გათვლილი.

"ამ სისტემაზე გადასვლა უნდა მომხადრიყო, როგორც იყო ნათქვამი 2024 წელს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნებოდა. მაგარამ, რადგან სიტყვა იყო ნათქვამი, მხარი უნდა დაეჭირათ, არა მღელვარების გამო, არამედ პოლიტიკოსი რომ სიტყვას იტყვის და არ შეასრულებს, მის მიმართ ნდობა სათუო ხდება.

"არა მგონია რომ ეს ბიძინა ივანიშვილის თამაში იყო, უფრო ოპოზიციის ფანტაზიაა. მაჟორიტარებს აქვთ თავისი ინტერესი, ამიტომ წავიდნენ წინააღმდეგნი.

"საფრთხეს მეც ვხედავ, რადგან მთლიანად აირია მონასტერი. ალბათ რაღაც კომპრომისზე მივლენ. არა მგონია, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს, რადგან ეს სახელმწიფოს დაანგრევს, ისედაც არა ვართ დალაგებული"- განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×