“შეიძლება ჩვენ გარემოშიც ცხოვრობდნენ, მიდიოდნენ, მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავდეთ”
თამარ შუკვანი
15.11.2019

 ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჟერ 2"-მა პირველად გაგზავნა მონაცემები მზის სისტემის გარედან. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (ნასა) 42 წლის წინ გაგზავნა კოსმოსური ხომალდი, რომელსაც 42 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მზის სისტემის გარეთ გაეღწია და დავალება შეესრულებინა, გამოეგზავნა პირველი ინფორმაცია და მონაცემები, თუ რა ხდება მზის სისტემის იქით.

ნასა მეცნიერებს მისცემს ზუსტს წარმოდგენას, თუ რა არის ჰელიოსფერო და რამდენად სქელია ეს საზღვარი მზის სისტემის სივრცესა და ვარსკვლავთშორისი სივრცეს შორის.

კოსმოსურმა ხომალდმა გასვლა 7 წლით დააგვიანა, 35 წლის მაგივრად 42 წელიწადში გააღწია. მეცნიერებმა მკვლევარი 1977 წელს გაუშვეს და ეს უკვე მეორე აპარატია, რომელმაც ამ საზღვარს იქით გააღწია. ვოიაჟერ 1" სწორედ პირველი კოსმოსური ხომალდი იყო.

კოსმოსურმა ხომალდმა „ვოაჟერ 2"-მა სუსტი სიგნალი გამოაგზავნა დედამიწაზე იმ ადგილიდან, რომელიც 19.3 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული ჩვენს პლანეტას.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გაშვება მოხდა ერთი თვით ადრე, ვიდრე „ვოიაჟერ 1"-ის, იგი ვარსკვლავთშორის სივრცეში შვიდი წლის შემდეგ შევიდა და იქვე გაგზავნა ურანისა და ნეპტუნის ფოტოები.

ნასას მეცნიერები არ იმედოვნებდნენ, რომ მოწყობილობა „გადარჩებოდა" და ამ ხაზის გადალახვას შეძლებდა.

უფოლოგი ერეკლე შონია „რეზონანსთან" სხვა პლანეტებზე სიციცხლის არსებობაზე საუბრობს; დედამიწაზე უცხოპლანეტების არსებობასაც არ გამოირცხავს და აცხადებს, რომ ისინი ჩვენს ირგვლივ არიან.

„თეორიები ყოველთვის იცვლება-ხოლმე; ამიტომ არ არის აუცილებელი ეგზოპლანეტებზე ვეძებოთ სიცოცხლე, როდესაც შეიძლება ჩვენ გვერდზეც არსებობდნენ. ეს თეორიებია, რომელსაც მშრალი მეცნიერება ცდილობს, რომ თავისი თვალსაწიერი იერით აღმოაჩინოს.

„ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი ამოხსნილია და თუ რამე თეორიებს გავბედავთ და ვიტყვით, ეს თეორიები ისეთია-ხოლმე, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია. პრაქტიკა არის ცოტა სხვა; არ არის აუცილებელი იყოს რაღაც ეგზოპლანეტა, შეიძლება ჩვენ გარემოშიც ცხოვრობდნენ, მიდიოდნენ, მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავდეთ. იმ ხილულის იქით შეიძლება არსებობდნენ და მოღვაწეობდნენ კიდევაც," - განაცხადა ერეკლე შონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×