ტატა შოშიაშვილი
17.11.2019

 რუსეთის სამხედრო ძლიერება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა და ახლა ალბათობა იმისა, რომ მოსკოვი დასავლეთთან ღია კონფრონტაციაზე წავლასა და თავის მეოზბლებზე თავდასხმას გაბედავს საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსების კვლევაშია საუბარი, რომლებმაც რუსეთისა და დასავლეთი შესაძლო დიდი ომის დაწყების ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი შეადგინეს - რუსეთის თავდასხმა ბალტიის ქვეყნებზე.

კვლევის ავტორები აშშ-ის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტები არიან. მათი აზრით, რუსული არმია პირველ რიგში შეეცდება კონტროლი დაამყაროს სუვალის კორიდორზე, რომლითაც კალინინგრადის ოლქი დანარჩენ რუსეთს უკავშირდება.

ექსპერტებს მტკიცებით, 100 კმ-იანი სუვალის დერეფანის გამოყენებით, რუსეთის შეძლებს კალინინგრადის ოლქში სახმელეთო გასასვლელად გამოიყენოს. მათივე მტკიცებით, რუსეთი იმდენად ახლოსაა სუვალის დერეფანზე გასასვლელ ავტომაგისტრალთან, რომ დანიშნულების პუნქტამდე ტანკების გადასასროლად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.

„მოსკოვმა უნდა მოახდინოს 25 ბატალიონის მობილიზება, რაც დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცია. ნატო-სთვის საკმარისი იქნება, 17 ბატალიონი განათავსოს ანუ 7 ათასამდე სამხედრო. მაგრამ ჯარების რაოდენობა არ ასახავს მხარეების რეალურ მდგომარეობას", - ნათქვამია კვლევაში.

მათივე შეფასებით, რუსეთს დიდი უპირატესობა ექნება ტანკებში. ჯერ ერთი რომ რუსეთს შესაძლო შესაძლო საბრძოლო მოქმედების არეალთა უკვე ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტანკები მობილიზებული და გარდა ამისა, ამერიკელების შეფასებით, თანამედროვე რუსული ტანკები თავისი მახასიათებლებით ევროპაში განთავსებულ ამერიკულ „სკრაიკერებზე" უკეთესია.

თავად რუსი ექსპერტები ამერიკელების კველავას სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთი საერთოდ არ აპირებს ამ განხრით მუშაობას და საკუთარი ტანკების სუვალის დერეფნის ვიწრო გზებზე ტარებას:

„სუვალის დერეფნის დაპყრობა რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების გამონაგონია, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, რომ ნატო დააჯეროს თავის სიმართლეში. ფსიქიკურად დაავადებული უნდა იყო, რომ წარმოიდგინო, როგორ მიდის რუსული ტანკები სუვალის ვიწრო გზებზე, მთაგორიან ტყეებში, ევროპისგან პოლონეთისა და ლიეტუვას მოსაწყვეტად", - განაცხადა რუსეთის არასამთავრობო ანალიტიკური, „პირ-ცენტრის" წრმომადგენელმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×