რეზონანსი
17.11.2019

 უფლბადამცველი ინგა ბერიკაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ჟურნალისტებო, ხომ გაქვთ პრეტენია რომ ჟურნალისტები ხართ? მანდ მდგომ ხალხს ჰკითხეთ რა სხვაობაა პროპორციულ არჩევნებსა და მაჟორიტარულს შორის და თუ 10 დან 1 მაინც გაგცემთ პასუხს ამ შეკრებას დავარქმევ სამართლიან აქციას! მაგრამ თქვენ ხომ ტენდეციური ხართ? და გგონიათ ნაცებზე ნაკლებს უშავებთ ქვეყანას და ხალხს?

პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს და იგივე ბედი გაიზიაროს მთავრობამ რაც ზვიადის დროს გაიზიარეს? ჯერ სამოქალაქო აზროვნება აიმაღლეთ, ნაგვის ურნაში ჩაყრა ისწავლეთ, ღამის 12 საათის მერე ხმაური შეწყვიტეთ მეზობლები რომ არ შეაწუხოთ, ელემენტარული ზრდილობა და კულტურა ისწავლეთ ყველამ და მერე მოითხოვეთ ყველამ პროპორციული არჩევნები. აი, მერე იქნება მზად ქვეყანა ამისთვის როცა საკუთარი კუჭის მიღმა დაინახავს პოლიტიკოსი ხალხს და 1% მაინც ეყვარება ქვეყანა და ხალხი!

ვინ გაგზარდათ ასეთი ბოროტები და ქვეყნის მოძულენი? რძის მაგივრად რა შხამს სვამდით რომ საკუთარ ამბოციებს აყოლებთ ქვეყანას ბოლო 30 წელია!

როდემდე უნდა უყუროს გაუბედურებულმა ხალხმა 30 წლის მანძილზე ერთი და იგივე პოლიტიკურ მეძავეთა თარეშს მამების თუ შვილების?

აი, თქვენ უნდა დაგასრულოთ ყველა ერთად ხალხმა, იმ ხალხმა ვის ნერვებზეც წლებია თამაშობთ და ცდით მათ ნებისყოფას!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×