დედამიწაზე ადამიანები სხვდასხვა ერებად ჩამოყალიბდნენ, აქვთ თავიანთი მამული, ენა და სარწმუნოება, თუმცა ამ ყველაფრის საწყისი დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება,ყველა მოაზროვნე ადამიანს ერთხელ მაინც უფიქრია თუ, ჩვენს პლანეტაზე საიდან, ან როგორ გაჩნდა სიცოცხლე.
არსებობს რამდენიმე მოდელი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ,მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის ქანების მიხედვით დაასკვნეს, რომ იგი 4.5 მლრდ წლის წინ წარმოიქმნა,ხოლო მასზე სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები კი მხოლოდ, 3.5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცოცხალი ორგანიზმის არსებობა, კოსმოსიდან, ციური სხეულების დედამიწაზე დაცემამ გამოიწვია, რადგან შესალოა დაცემისგან გამოწვეულ მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა, თუმცა მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა შეუწყო ხელი.
ასტროლოგი ერეკლე შონია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებისას კოსმოსიდან და ღვთაებრივად მოხდა ჩარევა.
„თეორიები უამრავი არსებობს,მაგრამ უფოლოგია ემხრობა ასეთ თეორიას, რომ კაცობრიობის ნაწილი სხვა პლანეტებიდანაა გადმოსახლებული და ადგილობრივ მოსახლეობასთანაა შეჯვარებული,დარვინის თეორია ნაწილობრივ სწორია,ანუ ნაწილი დარჩა მაგალითად მაიმუნად და იმ არსებაზე,რომელზეც ზეციური ან კოსმიური ჩარევა მოხდა,იმან განიცადა ევოლუცია,ამ ევოლუცია განცდილ არსებას დღეს ადამიანს ვეძახით,რომელსაც ახასიათებს გამომგონებლობის უნარი, ღვთაებრივი ნიჭი-ხელოვნების შექმნის უნარი.
„კოსმოსიდან და ღვთაებრივად დედამიწაზე არა მხოლოდ ასეთი დიდი ჩარევები ხდებოდა,არამედ მცირე ჩარევებიც ხდება ხოლმე,მაგალითად ორასი წლის წინ, ან ცოტა უფრო ადრე მცხოვრებ გამომგონებლებს, კოსმიური კავშირები ჰქონდათ, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის, მენდელეევს და სხვა.
„დარვინს შეცდომა რაც აქვს დაშვებული ესაა,რომ მან ღმერთის და გარე ჩარევის არსებობა გამორიცხა,მსგავსი მიდგომა მეცნიერებას ყოველთვის ჩიხში შეიყვანს,
„სადაა გარდამავალი ჯაჭვი მაიმუნსა და ადამიანს შორის, 20-ე საუკუნეში ასეთი მცდელობები იყო, მაგალითად სოხუმის ლაბორატორიაში,სადაც უნდოდათ მაიმუნისგან სუპერ ჯარისკაცი გამოეყვანათ,რამაც ეს ყველაფერი ჩიხში შეიყვანა,ამით გასაგები გახდა,რომ ადამიანის სიცოცხლის განვითარებაში მოხდა ღვთაებრივი ან კოსმიური ჩარევა."-ამბობს იგი.
მისივე თქმით, ადამიანის სხეული დედამიწის მიზიდულობასთან ვერ ადაპტირდა,აქედან გამომდინარე ჩვენი პირველსაწყისი შესაძლოა სხვა პლანეტა იყოს.
„დედამიწაზე პიგმეების ტომია,რომლებიც დაბალი არსებები არიან და რომლებსაც ხიდან 3-4 მეტრიდან ჩამოვარდნისას არაფერი არ ემართებათ,ეს ადამიანები დედამიწის მიზიდულობასთან მეტად ადაპტირებულები არიან,ასევე მაიმუნებიც,ამ დროს ადამიანი მეტრანახევარი სიმაღლიდანაც, რომ ჩამოვარდეს ძვლები ემტვრევა,ეს იმის მაჩვენებელია,რომ ჩვენი სხეული ვერ ადაპტირდა დედამიწის მიზიდულობასთან,ასეთი ვერსიაცაა,რომ ჩვენი პირველსაწყისი სხვა პლანეტა იყო, ნაკლები მიზიდულობით.
„დარვინის თეორიის მიხედვით, სიცოცხლის წარმოშობად ითვლება ზღვა,რაც შეეხება რეალურად ადამიანის და ცოცხალი ორგანიზმის განვითარებას მზის სხივი და ელექტრომაგნიტური გამოსხივება სჭირდება.
დღესაც პოულობენ მღვიმეებში არსებებს,რომლებსაც მხედველობის ორგანოები არ აქვთ განვითარებული იმიტომ,რომ ისინი მზის შუქს ვერ იღებენ,თუ თავის დროზე კაცობრიობის განვითარება მიწის სიღრმეებში მოხდა, მაშინ ადამიანებს მხედველობის ორგანოები არ ექნებოდათ,ადამიანი ასეთი სახით როგორიც ახლაა,დაკავშირებულია მზის სხივთან და ზედაპირთან, ჩვენ ერთი მხრიდან ამ თეორიებს ვერ ამოვხსნით თუ ჩართული არაა, კოსმიური და რწმენის ელემენტები"-აცხდებს იგი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ბრიტანეთის სტრუქტურული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ჩარლზ დარვინის ჰიპოთეზა უარყვეს, რომ სიცოცხლე, შესაძლოა პატარა თბილი ტბორიდან წარმოქმნილიყო,მის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ , შესაძლებელია სიცოცხლე თბილი ვულკანური ტალახის აუზებში წარმოიშვა და არა ტბორიდან.
ბიბლიის მიხედვით კი, ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა,პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.მესამე დღეს ,ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები. მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.მეექვსე დღეს გაჩნდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.
სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ მეცნიერება ყოველდღე ვითარდება, აქედან გამომდინარე, მათი თქმით, ადამიანი ვერ იტყვის, რომ მეცნიერების კვლევების შედეგები კიდევ არ შეიცვლიან სახეს.
დედამიწაზე პირველი ადამიანები ეთიოპიის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ სამი მილიონი წლის წინად სახლობდნენ, სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ქვის იარაღები, რომლებიც არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს.