ელზა პაპოშვილი
18.11.2019

 საზარელი მკვლელობა ვაკეში, ატენის ქუჩაზე სამი ოჯახის წევრი დედა და შვილები გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი დათვალიერებით სამივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. ისინი საღამოს იპოვეს, როდესაც მეზობელმა მათთან კომუნიკაცია სცადა, თუმცა სახლში კარი არავინ გაუღო. რა გახდა სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილების მეზობლები გვიყვებიან, მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის, ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას „ტაისონას" მეტსახელით იცნობენ. მეზობლების იფორმაციით, ირინა გედევანიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქლოლოგიის ლექტორი იყო.

მისი მამა ფიზიკა მათემათიკოსი და საკმაოდ ინტელიგენტი და კარგი ოჯახი ჰქონდათ. მისი გოგონა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სწავლობდა. გედევანიშვილი სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა. რაც შეეხება მათ ვაჟს ლევან აბაშიძეს, ის საქართველოში სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ის ინგლისში ცხოვრობდა და ინგლისელ ქალზე იყო დაოჯახებული. თუმცა, როგორც მეზობლებს ირინა გედევანიშვილმა უთხრა, ლევანი ცოლთან განქორწინდა და უკან საქართველოში დაბრუნდა. ის ამჟამად არაფერს საქმიანობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ლევან აბაშიძეს დასთან კონფლიქტი ჰქონდა. სავარაუდოდ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც დედა შვილების გაშველებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს კი ლევან აბაშიძემ ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მეზობლები გვიყვებიან, რომ სავარაუდოდ, ლევან აბაშიძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ უნდა ყოფილიყო.

„დიდი უბედურება მოხდა, მთელი მეზობლები შოკში ვართ. არც გასროლის ხმა გაგვიგია და არც კონფლიქტის. რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ დედის და დის დახოცვა გადაეწყვიტა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, ცუდი როგორ ვთქვა. ინგლისში სწავლობდა და ინგლისელი ცოლიც მოიყვანა.

"უგანათლებულესი ოჯახი. დედა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მისი მამაც ფიზიკოსი, გოგო კიდევ იგივე უნივერსიტეტის მაგისტრანტი იყო. როგორც ირინამ გვითხრა, ლევანი ცოლს გაშორებია და უკან საქართველოში დაბრუნდა. არაფერს საქმიანობდა სულ რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

"როგორც კრიმინალისტებმა თქვეს, წაინასწარი ინფორმაციით, ბიჭი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. იარაღი გარდაცვლილთან გდებულაო . ჯერ დედა და და მოუკლავს და მერე, როგორც ჩანს როცა გაათვიცნობიერა რა ჰქნა, თავი მოიკლა", - აცხადებს გარდაცვლილების მეზობელი „რეზონანსთან".

რა იყო და-ძმას შორის კონფლიქტის მიზეზი, მეზობლები ამაზე არ საუბრობენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია ოჯახის ახლობლებიდან გაიგეს. მათი აზრით, ამ უბედურების მიზეზი მაინც ნარკოტიკებია, რადგანაც ფხიზელ მდგომარეობაში ლევან ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×