თამარ შუკვანი
19.11.2019

 „ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

პარლამენტის შესასვლელი, რომელიც 18 ნოემბერს აქციის მონაწილეების მიერ იყო პიკეტირებული, უკვე მოხსნილია; რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცრაზზმა წყლის ჭავლისა და სპეციალური ტექნიკის დამხარებით დაშალა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.

ბუბა კიკაბიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" მიერ პირობის შეუსრულებლობამ „მთელი მსოფლიო გააგიჟა".

„ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება") რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა," - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×