რუსეთმა უკრაინას ფაქტიურად გაპარტახებული სამხედრო ხომალდები დაუბრუნა, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დატყვევებულ სამხედრო გემებს, პრაქტიკულად არცერთი მოწყობილობა აღარ ჰქონდათ, მათ შორის უნიტაზები, ჩამრთველები და ბრები, ამის შესახებ მან უკრაინის 4-ე არხის ეთერით განაცხადა.
ვორონჩენკომ ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბარბაროსულ დამოკიდებულებას, მთელს მსოფლიოს აჩვენებდა.
18 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი სამხედრო გემი დაუბრუნა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, გემები საზღვრის უკანონო გადაკვეთის სისხლის სამართლის საქმეში მატერიალური მტკიცებულება იყო.
რუსეთმა სამხედრო გემები კიევს მას შემდეგ გადასცა, რაც რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ხომალდებზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.