ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი ოთხი თიხის ფირფიტა გაშიფრეს, ფირფიტებზე კი ჩათუშულის, სუპის და ტორტების რეცეპტებია დაწერილი, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტ-ტელევიზია hromadske ავრცელებს.
რეცეპტები დაწერილია ძველი ბაბილონის ოთხ თიხის ფირფიტაზე,რომელთაგან სამი ძვ. წ.1730 წლით თარიღდება, მკვლევარებმა ამის შესახებ 20-ე საუკუნის დასაწყისიდანვე იცოდნენ, მაგრამ საუკუნის ბოლომდე მათი გაშიფვრა ვერ შეძლეს, მანამდე მეცნიერებს ეგონათ, რომ ფირფიტებზე სამედიცინო ტექსტები ეწერა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის გოიკო ბარჟამოვიჩი ამბობს,რომ 1940-იან წლებში ერთ-ერთ მკვლევარმა მერი ჰასის კვლევით, ეს სამზარეულოს რეცეპტები იყო, მაგრამ შემდეგ ხალხმა მისი არ დაიჯერა. ხოლო მკვლევარებმა ახლა დაადგინეს, რომ წარწერები ძველი ხალხის კულინარიული რეცეპტებია.
ფირფიტების ჩამონათვალში აღწერილია ჩაშუშულის, სუპებისა და ტორტების დამზადების დეტალური ინსტრუქციები. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბაბილონური სამზარეულოს ტრადიციები, დღესაც გამოიყენება მთელს ეროვნულ კერძებში.
გარდა სამზარეულოს რეცეპტებისა, დღემდე უკვე გაშიფრული ძველი ბაბილონის თიხის ფირფიტებზე სამედიცინო ტექტებიც გაშიფრეს, ფირფიტების არც ერთ ტექსტში არ არის ნახსენები ღმერთები, დემონები და შელოცვები, - მოცემულია მხოლოდ კონკრეტული პათოლოგიები და მკურნალობის მეთოდები.
ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სამედიცინო ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, ხოლო ფირფიტებზე მხოლოდ იმას წერდნენ, რისი დამახსოვრებაც შეუძლებელი იყო, - უფრო ხშირად, დაავადების მკურნალობის ხერხებს და წამლის რეცეპტებს.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პრაქტიკოსი ექიმები მკურნალობის პროცესში იყენებდნენ მასაჟს, ცხელ და ცივ კომპრესებს, ოყნას და სპეციალურ დიეტებს. სამედიცინო იარაღების შესახებ კი, თითქმის არაფერია ნათქვამი, ფითხის, ლითონის მილების და ბრინჯაოს დანის (ლანცეტი) გარდა.
მეცნიერების ინფორმაციით,, შუმერული და მესოპოტამიის შემდგომი ცივილიზაციების (ბაბილონი და ასურეთი) მედიცინა ხალხური იყო და ყველა წამალი მცენარეების გამოყენებით მზადდებოდა. იყენებდნენ ნედლ და გამხმარ მცენარეებს, მათ მერქანს და ფესვებს.
აღმოჩენილი იყო ფირფიები, რომლებზეც მოკლედ არის აღწერილი დაავადებების სიმპტომები. მაგ., ტუბერკულიოზის, გულის დაავადებები და ა. შ.
ძველი მსოფლიოს ხალხებისთვის 21 ათასი მცენარის სახეობა იყო ცნობილი,შუმერებისთვის კი სიტყვა «მედიცინა» და «სიმწვანე», ერთმანეთის სინონიმი იყო.