ტატა შოშიაშვილი
23.11.2019

 „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ესპანეთში ექსტრადირების შედეგ ახალ სკანდალში გაეხვა. მას შესაძლოა კატალონიელი პოლიტიკოსისთვის, ედუარდო პლანელსისთვის ქრთამის მიცემაში დასდონ ბრალი და პატიმრობა კიდევ უფრო გაუხანგრძლივონ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსბალტი" წერს სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით.

ეს ყველაფერი კი ესპანეთში მიმდინარე მასშტაბური გამოძიების ფონზე ხდება - ადგილობრივი სამართალდამცავები კატალონიოის დამოუიკიდებლობის რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტებს იკვლევენ. აქვს თუ არა რაიმე კავშირი ქართვე „ქურდს" კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან - ამაზე არც ესპანური და არც რუსული მედია არაფერს წერს.

რუსეთიდან ესპანეთში ონიანის ექსტრადირება 23 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება მას დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრობისა და ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის ბრალდებას უყენებს.

ექსტრადიციის შემდეგ ესპანეტში გამართულ სასამართლოზე დაცვის მხარე ონიანის გირაოთი გაშვებას ან მისთვის შინდაპატიმრობის მისჯას ითხოვდა. პროცესზე ადვოკატმა ცნობაც კი წარმოადგინა იმის შესახებ, რომ „კანონიერი ქურდისთვის" ოჯახის წევრებმა ბარსელონაში სახლიც კი იქირავეს სავარაუდოდ შინაპატიმრობის მოხდისთვის.

მოსამართლემ არცერთი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ონიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამჟამად იგი გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშესპანეთის ერთ-ერთ ციხეში, სოტო-დელ-რეალში ზის.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი შესაძლოა, რომ კიდევ უფრო დაუმძიმდეს, რადგან ამჟამად ესპანეთში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება რუსეთისა და კატალონიის კავშირთან მიმართებით, რის გამოც ექს-დელეგატ ედუარდო პლანელსთან დაკავშირებული „მივიწყებული" საქმეც განაახლეს - როგორც აღინიშნა, არსებობს ეჭვი, რომ პლანელსი „რუსული მაფიის" წარმომადგენლებს ეხმარებოდა. შესაძლოა, რომ ტარიელ ონიანი ამ საქმესთან დაკავშირებითაც დაიკითხოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×