რეზონანსი
24.11.2019

  

25 ნოემრიდან საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია მეტნაკლებად განიმუხტება და დეკემბერი ნოემბერთან შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა, მომავალი წლიდან ისევ პოლიტიკური დაძაბულობა და ვითარების გაწვავებაა მოსალოდნელი. ამი შესახებ „რეზონანსთან" საუბარშI ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლანდელი პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა მოსალოდნელიც იყო:

„არაერთხელ ვთქვი წლის დასაწყისში, რომ იქნებოდა დიდი ცვლილებები, რომ ივნისი-ივლისის მზისა და მთვარის დაბნელებები წლის მეორე ნახევარში მოგვცემდა სერიოზულ ცვლილებებს, როგორც საკადრო მხრივ, ისე დაიძაბებოდა ურთიერთობა სოციუმსა და მთავრობას შორის, ეს ყველაფერი კი გამოვლინდებოდა ნოემბერში, რომელიც არის ტრადიციულად უმძიმესი პერიოდი საქართველოსთვის, როდესაც არის ბევრი მიტინგი, კონფლიქტი და გაუგებრობა", - აცხადებს ცაგარელი.

იგი ასევე აფასებს, თუ რამდენად ხელსაყრელია მიმდინარე პერიოდი კონკრეტული პოლიტიკოსებისათვის. მაგალითად, ცაგარელის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის საშუალო პერიოდია: „ვერ ვიტყვი, რომ კარგია, ან ცუდია".

„რეზონანსთან" საუბარისას მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, რომ ნოემბრის თვე ტრადიციულად ყოველთვის მძიმეა ხოლმე, თუმცა 25 ნოემბრიდან პროცესები შედარებით მეტად დაექვემდებარება კონტროლს: „დეკემბერი მიმდინარე პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდი და სტაბილური იქნებ, თუმცა იმის თქმა, რომ მომავალი წელი მშვიდი იქნება, არ შეიძლება".

ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×