
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიღებისას მნიშვნელოვანია აღირიცხოს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მათ იდენტობას განსაზღვრავს. ეს გულისხმობს, რომ დაწესებულებამ ხელი შეუწყოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ პატიმართა იმ სქესის წარმომადგენელ პირთა საკანში განთავსდებას, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ.
იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და დაწესებულებაში განსახლებას მივყავართ შედეგებამდე, როდესაც შეიძლება უგულებელყოფილ და შელახულ იქნას უმცირესობის წარმომადგენელ პირთა უფლებები. ნათქვამია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ კვლევაში.
ეს მიდგომა ასევე წარმოშობს საფრთხეებს, განსაკუთრებით კი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების შემთხვევაში, რომ ისინი დაექვემდებარონ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან გაუპატიურებას/ღირსების შემლახავ, არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას.
42-ე მუხლის იურისტი ანნა თვარაძე „რეზონანსთან“ იმ საფრთხეებზე საუბრობს, რის წინაშეც ხშირად დგანან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, კერძოდ:
„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი პირების მიღებისას, მათი უსაფრთხოების დაცვისა და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის, უნდა უზრუნველყოს მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მონაცემების იდენტიფიცირება და აღრიცხვა ისე, რომ არ მოხდეს ამ პირთა სტიგმატიზება და უფლებების შელახვა; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისათვის პატიმრის განავსების ადგილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ პატიმრის ნების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა მან.
თვარაძე ერთგვარ რეკომენდაციებს იძლევა, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ
დაწესებულებამ იმისათვის, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა იყოს უზურნველყოფილი.
„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი პატიმრებისთვის პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში უზრუნველყოსს პეციფიური რელიგიური ინვენტარის (საკულტონიშნების, ჰიგიენური საშუალებების) შეტანა; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი პატიმრებისთვის პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე უზრუნველყოს რელიგიური კუთხის (მაგ. ცაკლესივრცის/საკნის) მოწყობა; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი პატიმრებისთვის პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკაში უზრუნველყოს რელიგიური ლიტერატურის შეძენა და ხელმისაწვდომობა,“ - დასძინა თვარაძემ.
იურისტის თქმით, იმისათვის რომ, პატიმართა უსაფრთხოება იქნას დაცული, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ:
„საკანონმდებლო ცვლილების გზით, უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს პატიმრის მონაწილეობა; საკანონმდებლოცვლილების გზით, დისციპლინურ სამართალწარმოებაში (სახდელის განსაზღვრისა და შეფარდების ეტაპზე) უზრუნველყოფილი იყოს პატიმრის მონაწილეობა; შეიქმნას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება დინამიური უსაფრთხოების პრინციპებზე;
„შეიქმნას დინამიური უსაფრთხოების მართვის მექანიზმების სახელმძღვანელო პრინციპები; უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლებს ჩაუტარდეთ ტრენინგი დინამიური უსაფრთხოების მექანიზმებით მართვის თაობაზე; რეგულარულად ჩატარდეს ტრენინგები ტოლერანტობისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე, როგორც პატიმრებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს უსაფრთხოების ოფიცრებისა და რეჟიმის ინსპექტორების თანამშრომელების რაოდენობის გაზრდა პენიტენციურ დაწესებულებებში;
„შემუშავდეს სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შექმნას უმცირესობათა ჯგუფებზე მორგებული დინამიური უსაფრთხოების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და სახელმძღვანელო პრინციპები; სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების დინამიური უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენებით მართვა,“ - განაცხადა ანნა თვარაძემ.