თამთა ჩაჩანიძე
26.11.2019

 „მგონია, რომ მათი პროტესტი ნელნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და შექმნილ კრიზისულ ვითარებას.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაპირების არშესრულებით გაჩენილი სამართლიანი უკმაყოფილების ზედმეტად რადიკალიზება ხდება, რაშიც დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობაა".

„ოპოზიციის პროტსტი ზედმეტად რადიკალურია. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ჩაწყნარდეს, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგეს და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზით წავიდეს.

„კი, ბატონო, დაპირებასავით იყო თქმული, უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა, მაგრამ განსაკუთრებულად ვინ აპროტესტებს, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. როგორ შეიძლება ამათ გვერდით დადგომა, არ მესმის. ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია...

„მართალი ითქვა ერთი რამ - რომ როდესაც პარლამენტში თავის დროზე ეს საკითხი დადგა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოება კენჭისყრაზე არ მივიდა და მაშინ კენჭისყრა იმიტომ ჩავარდა. თორემ არავითარი პრობლემა არ დადგებოდა.

„დღეს მე ასე მგონია, რომ მაჟორიტარების პოტესტი გამოწვეულია იმით, რომ პროპორციულ სისტემაში მათი ადგილი არ რჩება. ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა ემუშავა, რომ ისინი დაერწმუნებინა, მაგრამ ამის გულისთვის ამხელა აჟიოტაჟი და ქვეყნის დაქცევა არ ღირს", -აცხადებს ოთხმეზური.

იგი მიიჩნევს, რომ აქციის წყლის ჭავლით და სპეცრაზმის საშუალებით დაშლა ნორმის ფარგლებში იყო, რადგან, მისი თქმით, თანამშრომლებისა და დეპუტატების პარლამენტში არშეშვება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

„მგონია, რომ ეს ნორმის ფარგლებში იყო, იმიტომ, რომ სადღაც რომ არ უშვებ, უკვე ძალადობაა.

„არ მგონია, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. მგონია, რომ მათი პროტესტი ნელნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - აცხადებს ოთხმეზური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×