
მალე "მთავარ არხზე" ყოველ დილით 8 საათიდან დილის გადაცემა გავა. სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ეთერში თათია თოფურიასა და კოკო როინიშვილის წყვილი იქნება. მას და კოკოს მაყურებელი კარგად იცნობს. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს კი გადაცემას თაკო მესხი და ლევან ბუთხუზი გაუძღვებიან. გარდა ამისა, იგივე გადაცემაში რუბრიკის წამყვანის როლს მოირგებს კოკო როინიშვილის დედა, ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.
როგორც თაკო მესხი ამბობს, დილის გადაცემას უამრავი სეგმენტური წამყვანი ეყოლება.
"გადაცემას ექნება რუბრიკები - რეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან და ამ რუბრიკას ანა სუბელიანი წაუძღვება, თბილისის ქუჩებში ივლის მოპედით და ქალაქის პრობლემებზე მოგვიყვება, ასევე გვექნება კულტურის ბლოკი, სადაც ცნობილი ადამიანების დილა იქნება წარმოდგენილი.
იქნება ასევე კულინარიული ნაწილიც, მას ქეთი ბაქრაძე წაიყვანს. მაყურებელი ტექნოლოგიების რუბრიკასაც მიადევნებს თვალს, თამრიკო ჭოხონელიძე კი სიმღერას წარადგენს", - აცხადებს თაკო მესხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე