რეზონანსი
27.11.2019

მალე "მთა­ვარ არხზე" ყო­ველ დი­ლით 8 სა­ა­თი­დან დილის გადაცემა გავა. სამ­შა­ბათს, ხუთ­შა­ბათს და შა­ბათს ეთერ­ში თა­თია თო­ფუ­რი­ა­სა და კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლის წყვი­ლი იქ­ნე­ბა. მას და კო­კოს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს კი გადაცემას თაკო მესხი და ლე­ვან ბუ­თხუ­ზი გაუძღვებიან. გარდა ამისა, იგივე გადაცემაში რუბრიკის წამყვანის როლს მოირგებს კოკო როინიშვილის დედა, ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

როგორც თაკო მესხი ამბობს, დი­ლის გა­და­ცე­მას უამ­რა­ვი სეგ­მენ­ტუ­რი წამ­ყვა­ნი ე­ყო­ლე­ბა.

"გა­და­ცე­მას ექ­ნე­ბა რუბ­რი­კე­ბი - რე­პორ­ტა­ჟი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან და ამ რუბ­რი­კას ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი წა­უ­ძღვე­ბა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ივ­ლის მო­პე­დით და ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მებ­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბა, ასე­ვე გვექ­ნე­ბა კულ­ტუ­რის ბლო­კი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დილა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იქ­ნე­ბა ასე­ვე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წი­ლიც, მას ქეთი ბაქ­რა­ძე წა­იყ­ვანს. მა­ყუ­რე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რუბ­რი­კა­საც მი­ა­დევ­ნებს თვალს, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე კი სიმ­ღე­რას წა­რად­გენს", - აცხადებს თაკო მესხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×