თამთა ჩაჩანიძე
30.11.2019

  უკრაინამ რუსეთზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეტევა დაიწყო, რომელიც შვედეთის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს სტოკჰოლმის სასამართლომ უკრაინასთან დავაში რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი" გაამტყუნა და მას მოსარჩელის სასარგებლოდ 3 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

ახლახან კი კიევმა „გაზპრომის" უცხოელ პარტიონებს მისი აქტივების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა, სანამ ის კუთვნილ კომპენსაციას არ მიიღებს.

პირველი დარტყმა ლატვიაში განხორციელდა. უკრაინამ პირველად სწორედ ამ ქვეყანას მიმართა „გაზპრომის" აქტივების დაყადაღების თხოვნით. ეს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „ნაფტოგაზმა" გააკეთა.

საერთო ჯამში ოფიციალური კიევი რუსული გიგანტისგან დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ თანახმაა კომპენსაცია ბუნებრივი აირის სახით მიიღოს.

ამჟამად ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კრემლი „ნაფტოგაზისგან" ყველა პრეტენზიაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, რაზეც კიევი უარს აცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×