„ლონდონის ხიდზე" მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რა დროსაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯერ მერრიტი და კიდევ ერთი ქალი (ვინაობა არ მჟღავნდება) ტერორიზმისთვის სასჯელმოხდილმა 28 წლის უსმან ჰანმა დახოცა, ინგლისის იუსტიციის სამინისტრომ ტერორიზმში ბრალდებულებისთვის სასჯელი მოხდის წესის გამკაცრება გადაწყვიტა.
იმის შესახებ, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა გადასინჯვას მოითხოვს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც განაცხადა, როდესაც „ლონდონს ხიდზე" მივიდა 30 ნომბერს.
კერძოდ, 2003 წელს მიღებული კანონის თანახმად, რომელიც ინგლისსა და უელსზე ვრცელდება, მოსამართლე დამნაშავეს მინიმალურ სასჯელს უფარდებს, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია განიხილავს ბრალდებულის საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას მისი სასჯელის გაგრძელების, შემცირების ან გათავისუფლების შესახებ. ამ სამართლებრივ დებულებას ერქვა „თავისუფლების აღკვეთა საზოგადოების დაცვის მიზნით".
ხელისუფლების წინასწარი განსაზღვრებით, ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში 900-მდე პირი უნდა მომხვდარიყო, მაგრამ პროგნოზები სტატისტიკასთან შედარებით ბევრად უფრო მცირე აღმოჩნდა: 2012 წელს, როდესაც კანონი სახელწოდებით „თავისუფლების აღკვეთა საზოგადოების დაცვის მიზნით" გაუქმდა, უვადო თავისუფლების აღკვეთა 6 000-მდე ადამიანს მიესაჯა.
თუმცა, 2008 წელს ლეიბორისტული ძალის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ კანონი გამატრივდა და დანმაშავისთვის მისჯილი დროის ნახევრის გასვლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში მას ავტომატურად ათავისუფლებდნენ.
სწორედ ამ კანონის ძალით 2012 წელს ტერაქტის მომზადებაში 16 წლით გასამართლებული უსმან ჰანი 2018 წელს გაათავისუფლეს ისე, რომ ვადის ნახევარიც არ ჰქონდა მოხდილი. ჯგუფი, რომელშიც ჰანი შედიოდა, ტერაქტების სერიას ამზადებდა და პაკისტანში ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკის გაშლას აპირებდა.
ინგლისელ უსმან ჰანს ელექტრონული სამაჯური ტარების ვალდებულება ჰქონდა და ლონდონ-ბრიჯზე განვითარებული მოვლენების დროს ეკეთა. გამოძიების ცნობით, ლონდონის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების დროს, როდესაც უსმან ჰანმა 2 ადამიანი დახოცა, ხოლო 3 მძიმედ დაჭრა, პოლიციას საზგადოებაც დაეხმარა თავდამსხმელის ნეიტრალიზებაში. 28 წლის უსმან ჰანი პოლიციამ მოკლა.