რეზონანსი
07.12.2019

 შვიდი წლის გიორგი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში სწავლობს. რამდენიმე დღის წინ, გიორგიმ თოვლის პაპას წერილი მისწერა და მხოლოდ ერთი ნატვრის, დედის გამოჯანმრთელების ასრულება ითხოვა.

"თოვლის პაპავ! მე ის გიორგი კოჭლამაზაშვილი ვარ, რომელსაც დედა ძალიან ცუდად მყავს და მინდა ეს სურვილი შემისრულო, საცუქარი არ მინდა, მხოლოდ იმას გთხოვ დედა გამომიჯანმრთელე, ყოველ დილით მის ლამაზ თვალებს ვუყურო. არც გაბედო და არ დაუშვა რომ ჩემს ლამაზ დედას რამე დაუშავდეს. ამ წერილს 7 წლის გიორგი გიწერს და სკოლაში სურვილების ხესთან დავდებ. გელოდები."

გიორგის სულისშემძვრელი წერილის შესახებ დღეს, სოციალური ქსელით შეიტყვეს სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში. დირექტორი ნანა შანშაშვილი ამბობს, რომ ბავშვის დედის ავადმყოფობის შესახებ სკოლაში იციან, თუმცა საქველმოქმედო ღონისძიება ან მოსწავლის ოჯახისათვის სხვა ფორმით თანადგომის გაწევა სკოლაში არ დაგეგმილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×