თამთა ჩაჩანიძე
09.12.2019

 მიმდინარე წელიწადი პოლიტიკურად არცთუ სახარბილეო აღმოჩნდა, აღმოსავლური კალენდრით, მომავალი 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია,როგორი იქნება ეს პერიოდი პოლიტიკურად, გაღრმავდება თუ არა პოლიტიკური კრიზისები და რა პოლიტიკური პროცესების მოსმწრეები გავხდებით 2020-ში.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მომავალი წელიწადი პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება.

„მომავალი წელი ძალიან რთული წელიწადია, ალბათ ამას თუ გადავიტანთ, შემდეგ საქართველოს ისტორიაში მოხდება აღმავლობის 12-წლიანი ციკლის ჩართვა , ეს ურთულესი წელიწადია, რომლის მსვლელობისას უამრავი, სოციალური, ეკონომიკური, სერიოზული ფინანსური კრიზისი გველის.

„გვექნება სოციუმსა და მთავრობას შორის, ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაძაბულობა,რაც არჩევნებით დაგვირგვინდება, რომელიც ფრიად დაძაბულ ვითარებაში წარიმართება, უამრავი საკადრო ცვლილებები გვექნება, მათ შორის უმაღლეს დონეზეც, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი კადრები, ახალი ხელმძღვანელები, რასაც უკვე იანვრიდან დავინახავთ.

„წელს იუპიტერ-სატურნის შეერთებაა, რაც ოც წელიწადში ერთხელ ხდება, სიტუაცია ოქტომბრის ბოლოდან პოლიტიკური კუთხით ცოტა დაგვილაგდება, შემდეგ ეს დალაგება 2021 წელს გადავა, სოციალური საკითხები და რეფორმატორული დემოკრატიული პრინციპები წინა პლანზე წამოიწევენ, ოღონდ არა ფსევდო დემოკრატიული, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს, არამედ ნამდვილი დემოკრატიული პრინციპები, ამიტომ ნუ ექნება ოპოზიციას იმედი, რომ ახლა მე მათ წისქვილზე ვასხამ წყალს, ეს ნამდვილად ასე არ არის, მე ფსევდოოპოზიციაზე არ მაქვს საუბარი.

„ეს ოპოზიცია ცხრა წელიწადი იყო მთავრობაში, რა დროსაც სრული დიქტატურა იყო და დღეს გამოდიან, როგორც ბატკნები, ფსევდოდემოკრატები და ლიბერალები, მე ამ საზოგადოებაზე არ ვსაუბრობ" - განაცხადა მან.

ცაგარელი ამბობს, რომ სირთულეების გადალახვის შემდგომ, საქართველოს 12 წლიანი აღმშენებლობის პერიოდი ელის, რაც 2021 წლიდან დაიწყება.

„მომავალ წელს ძალიან ბევრი დაჭერები იქნება, კრიმინოგენული ავტორიტეტებისა და ა.შ.ოღონდ ეს ყველაფერი 16 მაისის შემდგომ მოხდება, იანვრის გარდა საკმაოდ რთული პერიოდი აპრილია, უმძიმესი იქნება ასევე ივნისი-ივლისი, რომლის დროსაც მზის და მთვარის დაბნელებებია მოსალოდნელი და ამ პერიოდში სამთავრობო სტრუქტურები და ზოგადად ადამიანები უამრავ შეცდომას დაუშვებენ, შემდგომ ეს ყველაფერი კი აუცილებლად გამოძახილს აგვისტო-სექტემბერში ჰპოვებს, რომელიც ასევე ძალიან მძიმე თვეებია, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტრამვულ-ავარიული, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მაღალი სიკვდილიანობის, მიწისძვრების, ხანძრების კუთხით ძალიან მაღალი ალბათობა გვექნება.

„სანამ ჩვენ არჩევნებამდე მივალთ, გაისად ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიწევს, ამიტომ ამ პერიოდს მშვიდს ვერ ვუწოდებთ, პირიქით ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ურთულესია, ეს ალბათ საჭიროა იმიტომ, რომ ბალასტის მოშორება უნდა მოხდეს, ყველა ბალასტი, რომელიც პოლიტიკას, შემთხვევით ადამიანებს, არაპროფესიონალებს უკავშირდება, თანდათან უნდა მოშორდეს, ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ აუცილებელია, უნდა მოვიდეს ახალი ძალა, ახალი სისხლი, რომელიც 2021 წლიდან ხელს შეუწყობს საქართველოსთვის 12 წლიან აღმშენებლობის ციკლის დაწყებას.

„სიტუაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს დალაგებას, ეს უფრო მეტად შესამჩნევი დეკემბერში გახდება და გადავა 2021 წელში, 2020 კი მშვიდი ნამდვილად არ იქნება.

„2019 წლის ბოლოს არაფერს განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ, ხალხის ტვინი ქეიფზე , დროსტარებაზე, ახალი წლის შეხვედრაზეა გადართული, ამიტომ საპროტესტო აქციები და ეს ამბები თანდათან მინელდება, ეს წელი უფრო მეტად მოლაპარაკებების და პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარებისაა, იანვრის მეორე ნახევრიდან კი ვნახავთ რა პროცესებიც დაიწყება" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×