"ჭადრაკის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, დღეს არის პატის სიტუაცია, რა მოძრაობაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ საპირისპირო მოძრაობას აკეთებს ხელისუფლება და მისი ამ სიტუაციაში დაშამათება შეუძლებელია"- ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარკებებს.
"პოლიტიკაში შეიძლება ერთმანეთს მოელაპარაკოს ის ძალები, რომლებსაც თანაბარზომადი ძალა აქვს, ერთმანეთი რომ შეაკავონ და თუ შეცდომას დაუშვებს, ძვირად დაუსვას.
"დღეს ხელისუფლებას ელაპარაკება პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც არ შეუძლია მისი იძულება. მართალია, პოლიტიკურად "ოცნება" უსუსტესია, მაგრამ მას აქვს სახელისუფლებო ბერკეტები, რასაც იყენებს. ეს არის დღეს მისი ძალა, ამიტომ ეს მოლაპარაკებები, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სერიოზული არ არის, რადგან არაფერი იქნება მიღწეული, თუ, დასავლურმა სახელმწიფოებმა არ აიძულეს ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს.
"ადვილი მისახვედრი იყო, რომ 2020 წელს, პროპორციული არჩევნებით "ოცნება" უმრავლსეობას ვერ შეინარჩუნებდა, ამიტომ რისკის ქვეშ არ დააყენა თავისი ყოფნა ხელისუფლებაში და ეს გადაიტანა 2024 წლისთვის.
"ჭადრაკის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ახლა უკვე არის, პატის სიტუაცია, რა მოძრაობაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, საპირისპირო მოძრაობას აკეთებს ხელისუფლება და ამ სიტუაციაში მისი დაშამათება შეუძლებელია.
"ცხადია, შერეული სისტემა იქნება, პროპორიული თუ სხვა, ამ დაულაგებელ სახელმწიფო ადმინისტრაციულ მოწყობაში, სადაც თვითმმართველობა არაფერს წარმოადგენს, არა აქვს ქონება, არა აქვს ფინანსები საკუთარი ექსკლუზიური უფლებების განსახორციელებლად და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებული; საარჩევნო პროცედურები დიდ ეჭვს იწვევს, ოპოზიცია კი დაჟინებით ითხოვს, გინდა თუ არა იყოს პროპორციული არჩევნები და მეტი არაფერი, სოლიდურად არ გამოიყურება.
"თუმცა, ერთ რამეში არიან მართლები, ის კატასტროფული მაჟორიტარი დეპუტატები, 2-3 კაცის გამოკლებით, რომელთაც პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებათ, არ შეიძლება აგრძელებდნენ მომავალში ამ სახით პარლამენტში მოხვედრას.
"რაც შეეხება გერმანულ მოდელს, არის შეწყობა პროპორიციული და მაჟორიტარული სისტემის, მაგრამ ხმების დათვლა და პარლამენტში ადგილების გადანაწილება სხვა პრინციპით ხდება, თუმცა პრინციპულად არაფერს არ ცვლის. რატომ არ თანხმდება "ოცნება" ამ მოდელს, გასაგებია, ჯამში აშკარად ნაკლებ ადგილებს მიიღებს პარლამენტში.
"ამიტომაც ჯიუტობს და კონსტიტუციას იშველიებს, თითქოს საქართველოში კონსტიტუცია რამის შემაკავებელი იყოს. ნებისმიერ ხელისუფლებას როცა დასჭირდება ერთ კონსტიტუციას გადაფხრეწს და მეორეს დაწერს. ასე იყო "ნაციონალების" დროს და ასე არის ახლაც. მოვა მესამე და ამ კონსტიტუციასაც გადაფხრეწს.
"ასე, რომ "ოცნებას" ფორმალურად აქვს უფლება, რაც უწერია კანონში, კანონში კი წერია, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, დაიცვას თავისი პოზიცია, თუ იძულებელი არ შეიქმნა.
"გამოსავალი არის მარტივი - ეს არის საზოგადოება, თუ ბელადების დევნას თავს დაანებებს და საღად შეხედავს პოლიტიკაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს და შედეგს მოსთხოვს, არ იმსჯელებს იმაზე ბიძინა ჯობია, თუ მიშა..."- განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.