დავით მესამე დიდი კურაპალატი, ტაოს მეფე, რომელიც მართავდა ტაოს, სპერს, თორთომს, ბასიანს და ასევე სომხურ მიწებს ვანის ტბის გარშემო, 979 წელს კი მისმა ჯარმა იოანე-თორნიკე ჩორდვანელის ხელმძვანელობით (თორნიკე ერისთავი) იხსნა ბიზანტიის იმპერატორები ხელისუფლების დაკარგვისაგან ბარდა სკლიაროსის აჯანყებაში, ქართული მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიანებთან ბრძოლებში თან ატარებდა საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ქართულ ისტორიგრაფიაში ბრილის ჯვრის სახელით არის შესული.
დავით კურაპალატი მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა იყო. სწორედ მისი მეფობის დროს განხორციელდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა, ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, გაიბა ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის; გარდა ამისა, ის ქართული კულტურისა და ხუროთმოძღრების დიდი ქომაგიც იყო. მის დროს აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები. ტაოს კულტურულ ცენტრებში ითარგმნა და გადაიწერა არაერთი უნიკალური წიგნი. აღდგა მონეტების გამოშვება, რომელზედაც, როგორც ხელოვნებთამცოდნეები აღნიშნავენ, ცენტრალური ადგილი ეკავა ჯვრის სიმბოლიკას. დავით კურაპალატის მიერ მოჭრილ მონეტებზე გამოსახული გოლგოთას ჯვარი, ოთხ კიბეზე აღმართული, მიმანიშნებდა იმაზე, რომ ის თავს იერუსალიმის მეფეების მემკვიდრედ, ბიბლიური მეფეების შთამომავლად თვლიდა.
დავით კურაპალატის საწინამღძვრო ჯვარი, ისტორიულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, შუა საუკუნეების ქართული ბეჭდური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. 27 სანტიმეტრის ჯვარი დამზადებულია ვერცხლისგან და მოოქროვილია. ბურთულას რგოლი, რომელიც ჯვართან აკავშირებს, 6 სანტიმეტრისაა. ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ჯვრითურთ, მარიამისა და იოანეს ფიგურები, ასევე მათი სამოსელი, ოსტატურად შესრულებული ნაკეცებით. ღვთისმშობელი ჩვილით, მამა ღმერთი ჯვრის ზემოთა მკლავზე. ჯვრის წინა და ზურგის მხარე დაფარულია ორნამენტებით.
ჯვრის წინა პირის ქვედა მკლავზე ამოკვეთილია შემკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელი "ქრისტე ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ". ჯვრის ზურგზე ამოკვეთილია ავტორის "ასათ მოქმედის" სახელი, მეათე საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელის, სოფელ ბრილიდან. როგორც ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ჩუბინიშვილი წერს, თვით ფაქტი ხელმოწერისა ავტორის მიერ გვიჩვენებს, რომ ოქრომქანდაკებელი შემოქმედი გამორჩეული იყო იმ დროის ხელოვანთა შორის. თავისი დანიშნულებითა და ისტორიული მნიშუნელობით დავით კურაპალატის ჯვარი მე-10 მე-11 საუკუნეებში შექმნილი ქართული ოქრმჭედლობის იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც წარმოადგენს იშხანის, ბრეთის და მარტვილის ჯვრები.
დავთი კურაპარლატის საწინამძღვრო ჯვარი აღმოაჩინეს 1898 წელს სოფელ ბრილში (ხაშურის რაიონი) ადგილობრივი გლეხის ქართველიშვილის მარანის კედელში. ახლვ იგი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში.