რეზონანსი
11.12.2019

 საბჭოთა ბელადის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას, მისი პარტბილეთი იძლევა. სახელმწიფო მეთაური სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე იმყოფებოდა. ყველაფრისთვის თანხას, სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა. გარდა ამიასა, სტალინი წიგნებსაც წერდა და ჰონორარსაც იღებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ ფულს პირადი საჭიროებისთვის არ იყენებდა და მისივე სახელობის ფონდში რიცხავდა, რომლიდანაც სტალინის პრემიები გაიცემოდა.

მოცემული ფოტოდან ჩანს, რომ სტალინის ყოველთვიური ხელფასი 10 ათას მანეთს (1952 წ.) შეადგენდა. ხოლო, პარტიული გადასახადი 300 მანეთი იყო. ხელფასი მასთან კონვერტით მიჰქონდათ და სამუშაო ოთახში, საწერი მაგიდის უჯრაში დებდნენ. ვინ იღებდა იქიდან, უცნობია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბელადს ჯიბეში ფული საერთოდ არ ჰქონდა.

იმ დროს ქვეყანაში სსრკ-ში მუშებიმოსამსახურეები – 800-დან – 3000 მანეთამდე იღებდნენ, სამუშაოს სირთულისა და სამუშაო საათების მიხედვით;

მაღაროელები და მეშახტეები – 8000 მანეთამდე;

აკადემიკოსები – 10 000 მანეთამდე და მათი ხელფასი სულ მცირედით განსხვავდებოდა სახელმწიფო მეთაურის ხელფასისგან.

და რისი ყიდვა შეიძლებოდა ამ ფულით?

1 კგ თეთრი პური – 3 მანეთი ღირდა.

1 კგ საქონლის ხორცი – 12 მანეთი და 50 კაპ.

0, 5 ლ არაყი – 22 მან 80 კაპ

ავტომანქანა «პობედა» - 16 000 მან (1952 წ.)

გამოდის, რომ, მაღაროელს 2 თვის ხელფასით, იმ დროს, საუკეთესო მარკის ავტომობილის შეძენა შეეძლო, ხოლო ერთ თვეში 640 კილო ხორცს შეიძენდა.

ინტერმედია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×